"სწავლაში არცერთ ბიჭს არ ჩამოვრჩებოდი" - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პირველი ქალი მფრინავი - კვირის პალიტრა

"სწავლაში არცერთ ბიჭს არ ჩამოვრჩებოდი" - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პირველი ქალი მფრინავი

"ჩემი კურსელი ბიჭები სკეპტიკურად მიყურებდნენ, პილოტობა რა ქალის პროფესიააო, მაგრამ ეს უფრო მაძლევდა მოტივაციას, დამემტკიცებინა, რომ მფრინავი ისევე შეიძლება იყოს ქალი, როგორც კაცი", - ისხენებს 25 წლის ნადია ბენკლიანი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში პირველი ქალი მფრინავია.

ნადიას ფრენის სურვილი პირველად 14 წლის ასაკში გაუჩნდა, როდესაც რეისის შესრულების დროს პილოტის კაბინაში პირველად მოხვდა.

"მამაჩემი დაახლოებით 30 წლის განმავლობაში ბორტინჟინერი იყო, თავიდანვე საავიაციო გარემოში ვიზრდებოდი და რა თქმა უნდა, ჩემზე ზეგავლენა ამანაც მოახდინა. როდესაც მშობლებს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი, თავიდან იფიქრეს, გადაუვლისო, თუმცა როდესაც საავიაციო უნივერსიტეტეში ჩაბარება დავაპირე დიდი წინააღმდეგობა შემხვდა, განსაკუთრებით დედაჩემისგან, რადგან ცდილობდა, გადამეფიქრებინა", - იხსენებს ნადია ბენკლიანი.

ახალგაზრდა მფრინავს თანაკურსელი ბიჭებისგან გარკვეული დისკომფორტი და სტერეოტიპული დამოკიდებულება მაინც ხვდებოდა.

"სერიოზულად არ აღმიქვამდნენ, ცდილობდნენ, ეჩვენებინათ, ჩვენ ბიჭები ვართ და ეს პროფესია უფრო ჩვენიაო.

მართლაც, პილოტობა დღემდე მიიჩნევა მამაკაცურ პროფესიად, თუმცა არცერთ ბიჭს არ ჩამოვრჩებოდი სწავლაში და სტიპენდიანტიც ვიყავი. ზოგადად, მიყვარს, როდესაც ჩემთვის რაღაც ადვილი არ არის და როდესაც დაბრკოლების გადალახვა მიწევს, მერე უფრო კმაყოფილი ვარ, რომ მოვინდომე, გავაკეთე და ეს ამად ღირდა," - განმარტავს ნადია.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პროფესიით მუშაობის ეტაპიც დადგა, რისთვისაც ერთ-ერთ ავიაკომპანიას მიაკითხა... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო