ხანძარი ბათუმში - არიან დაშავებულები - კვირის პალიტრა

ხანძარი ბათუმში - არიან დაშავებულები

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი თხევადი აირის აფეთქებამ გამოიწვია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აფეთქების შედეგად იწვის 4 სახლი. ასევე დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებმაც დამწვრობა მიიღეს. ერთი დაშავებული ცოტა ხნის წინ კლინიკა "მედინაში" გადაიყვანეს, მეორე კი - რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრეებსა და სასწრაფო დახმარების ბრიგადებთან ერთად, ექსპერტ-კრიმინალისტები და ადგილობრივები იმყოფებიან, რომლებიც ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი ახლომდებარე კერძო თხევადი გაზის სადგურის გაუქმებას ითხოვდნენ.