გორის ციხეზე ხანძარია - კვირის პალიტრა

გორის ციხეზე ხანძარია

გორის ციხეზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ცოტა ხნის წინ ხმელ ბალახს გაუჩნდა, შემდგომ კი გორის ციხის ტერიტორია თითქმის მთლიანად მოიცვა.

ხანძრის ადგილზე მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილობრივი მცხოვრებლებიც არიან გამოსულები.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის გუბერნატორი. კახა სამხარაძის განცხადებით, ხანძარი დიდ ფართობზე უკვე ლოკალიზებულია, რჩება მხოლოდ მცირე კერა, რომლის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 3 სამაშველო ჯგუფი მუშაობს. სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია მხოლოდ ბალახი და რაიმე მატერიალურ ზარალზე საუბარი არ არის.

"ინტერპრესნიუსი"