"უცებ ატყდა ჩოჩქოლი..." - რას ჰყვება ქართველი ფეხბურთელის მეუღლე, რომელიც ბარსელონას ტერაქტს შეესწრო - კვირის პალიტრა

"უცებ ატყდა ჩოჩქოლი..." - რას ჰყვება ქართველი ფეხბურთელის მეუღლე, რომელიც ბარსელონას ტერაქტს შეესწრო

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად ბოლო ინფორმაციით, 13 ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავებულია. თუმცა, ზოგიერთი მედიასაშუალება 15 გარდაცვლილის შესახებ იუწყება. ტერორისტული აქტი ტურისტულ ცენტრში Las Ramblas-ზე მოხდა, სადაც სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა. ავტომობილის მძღოლის ვინაობა უკვე დადგენილია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა "ცხელი ხაზის" ნომერი - +34687661274. ბოლო ინფორმაციით, აღნიშნულ ნომერზე საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

ბარსელონაში დასასვენებლად იმყოფება ქართველი ფეხბურთელის ლაშა ჯაკობიას მეუღლე ქეთი ციმაკურიძე, რომელიც მომხდარ ტერაქტს თავად შეესწრო. Ambebi.ge ქეთი ციმაკურიძეს ესპანეთში დაუკავშირდა:

- მომხდარის გამო ახლაც შოკში ვართ. შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრში ვიდექი, უცებ ატყდა ჩოჩქოლი და ხმაური, გარეთ რომ გავედით პანიკა იყო, ზუსტად 2 წუთში მოვიდნენ პოლიციელები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მისვლის საშუალება არ მოგვცა. ვერ აგიხსნით უცებ რამდენი რეანომობილი, პოლიცია და ვერტმფრენები გაჩნდა. ხალხი კიოდა, პანიკაში იყო. რამბლას მოედანი ყველაზე ხალხმრავალი ადგილია ბარსელონაში, აქ არის უამრავი მაღაზია, სადაც სუვერინები იყიდება. ავტობუსი სწორედ ამ ხალხში შევარდა. გაგრძელება

იხილეთ ასევე: ვინ არის პირი, ვინც ბარსელონას ცენტრში ხალხს შეეჯახა - ახალი დეტალები ესპანეთში მომხდარ ტერაქტზე