"პირველი ხელფასით იყიდა ამ გაურკვეველი "ფესტივალის" ბილეთი" - რას წერს ანაკლიაში გარდაცვლილი გოგონას დედა
"პირველი ხელფასით იყიდა ამ გაურკვეველი "ფესტივალის" ბილეთი" - რას წერს ანაკლიაში გარდაცვლილი გოგონას დედა
4 აგვისტოს ანაკლიაში 21 წლის ნათია თავართქილაძე გარდაიცვალა. გოგონა "ჯემ ფესტს" ესწრებოდა, რა დროსაც ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ნარკოტიკული ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

ნათია თავართქილაძის დედა "სოციალურ ქსელში" პოსტს აქვეყნებს, სადაც ფესტივალის ორგანიზატორს, გიორგი სიგუას მიმართავს, გთავაზობთ ნაწყვეტს სტატუსიდან.


"მივმართავ ვინმე არაკაცს, არაადამიანს, ვინმე სიგუას...სახელი არ ვიცი და არც მაინტერესებს...არც მისი ფინანსური მაქინაციებია ჩემთვის საინტერესო. ის ნამდვილად ვიცი, როცა რაიმეს აფუძნებ და მთავარ კაცად მოგაქვს
თავი, მაშინ პასუხისმგებელიც ხარ ყველაფერზე, პასუხისმგებელი ხარ იმ ტერიტორიის ყოველ გოჯზე, პასუხისმგებელი ხარ იქ მყოფი ნებისმიერი ადამიანის ბედზე. 21 წლის სასწაული გოგო მომიკალი და ბაცაცასავით გაიქეცი ქვეყნიდან იმის მაგივრად, რომ მოსულიყავი და ქედი მოგეხარა მის საფლავთან. შენ მარტო ნათია არ მოგიკლავს, შენ მისი დაც მოკალი, შენ მისი დედა დაასამარე სამუდამოდ...

პირველი ხელფასით იყიდა ამ გაურკვეველი "ფესტივალის" ბილეთი ჩემმა შვილმა და მთელი წელი ეფოფინებოდა. მუსიკა უყვარდა, უყვარდა სიმღერა, უყვარდა ზღვა და უშიშრად ცურავდა ზღვის კიდემდე. მეშინოდა ზღვაში არ დამეხრჩოს-მეთქი, პირველად გავუშვი მარტო, დამოუკიდებლად და აღარც დამიბრუნდა.
მენატრები დე!!! მაპატიე, ვიცი ბრაზობ დედაშენი ასეთ დღეში რომ არის მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია ყოფა, თუ ამას ყოფა ქვია. გამოუსადეგარი მცენარესავით ვარ, დავბორიალებ ოთახიდან ოთახში და ადგილს ვერ ვპოულობ. ჩემი ადგილი შენთან არის დე, შენთან...
იმით ვიმშვიდებ თავს, რომ ანგელოზად მოევლინე დანარჩენ სიკვდილისთვის განწირულ ახალგაზრდებს და გადაარჩინე მათი ოჯახები.
მიყვარხარ დედი, გვიყვარხარ დედიკო...ღმერთმა სასუფეველი დაგიმკვიდროს და შენი სული ნათელში მიმყოფოს", - წერს თიკო კობახიძე "ფეისბუკში".

იხილეთ ასევე: "ფარისევლების ქვეყანაში მოკვდა გოგო, რომელმაც დიდი შანსია, ცხოვრებაში პირველად "იმატრაკვეცა" და..."
ნაზი
20 აგვისტო 2017 12:15
ნათელში იყავი შვილო. შენწს დედას და ახლობლებს ძალა მიცემოდეს. შენი სიკვდილი დააფიქრებს ალბათ ახალგაზრდებს ,რომ ყველაფერი აწონ-დაწონონ ცხოვრებაში. მსუბუქი იყოს შეთვის ქარრთული მიწა
პირველი ხელფასით იყიდა ამ გაურკვეველი "ფესტივალის" ბილეთი
19 აგვისტო 2017 13:35
მე პირველი ხელფასით დედას დიდი თაიგული ვუყიდე, და ოჯახის წევრებს პატარ პატარა საჩუქრები, ჩემ დასაც.....
გ. აფაქია
19 აგვისტო 2017 09:21
სიგუია, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, სახელმწიფოსთან შეკრული მუქთახორაა, ამ ფესტივალს ტურიზმის დეპარტამენტი აფინანსებდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
ყველაზე მეტად რომელი სამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებაა თქვენთვის მიუღებელი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ყველაზე მეტად რომელი სამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებაა თქვენთვის მიუღებელი?