"ისმის აფეთქებების ხმაც..." - ისნის ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია - კვირის პალიტრა

"ისმის აფეთქებების ხმაც..." - ისნის ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია

ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ე.წ.დაშლილების ტერიტორიაზეა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებულია საგანგენო სიტუაციების მართვის სააგენტოს რამდენიმე ერთეული სახანძრო სამაშველო ბრიგადა. ჯერჯერობით უცნობია რა ფართზეა ცეცხლი გავრცელებული. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა განუცხადა, ისმის აფეთქებების ხმაც, ხანძარი კი ძლიერდება.

იხილეთ ასევე: "ისმის აფეთქებების ხმაც..." - ისნის ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია

"ინტერპრესნიუსი"