ილჰამ ალიევის დავალებით, ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად აზერბაიჯანმა ვერტმფრენი გამოაგზავნა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ საქართველოში ვერტმფრენი გამოაგზავნა, რათა ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობაში ქართულ მხარეს დაეხმარონ.
აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო APA იუწყება.
იხილეთ ასევე: ბორჯომის ტყეში ცეცხლი კვლავ გაჩნდა
"ინტერპრესნიუსი"