"ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება" - რას ამბობს კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი ხანძრიდან მესამე დღეს? - კვირის პალიტრა

"ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება" - რას ამბობს კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი ხანძრიდან მესამე დღეს?

"მობილიზებულია დამატებითი რესურსები, თუ საჭირო გახდება მათი გამოყენება, გამოვიყენებთ ვითარდება არ არის მარტივი - მიუხედავად იმისა, რომ გათენებისთანავე დაიწყო აქტიური მუშაობა, გარკვეული კერების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა მთლიანად ხანძრის - ჯერჯერობით ვერ ხერხდება", - განაცხადა ბორჯომის ხეობაში მყოფმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია სხვადასხვა უწების 500-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის, 300 მეხანძრე-მაშველი.

მისივე თქმით, ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია 3 საფრენი საშუალება, მათ შორის, 2 საქართველოს, ხოლო ერთი - აზერბაიჯანის კუთვნილი.

"ჩვენ გუშინ ღამის განმავლობაში ვაწარმოეთ მოლაპარაკება თურქულ მხარესთან და ორი ვერტმფრენი რამდენიმე საათში შემოგვერთდება. ვითარდება არ არის მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ გათენებისთანავე დაიწყო ლოკალიზაციისთვის აქტიური მუშაობა, გარკვეული კარების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა მთლიანად ხანძრის ჯერჯერობით - ვერ ხერხდება, თუმცა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას. გვაქვს მობილიზებული დამატებითი რესურსები, თუ საჭირო გახდება მათი გამოყენება, გამოვიყენებთ", - განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, როგორც მეხანძრე-მაშველები აცხადებენ, ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

კითხვაზე, მობილიზებული ტექნიკა თუ უზრუნველყოფს ხანძრის ლოკალიზებას, მინდია ჯანელიძის განცხადებით, დღეს ხანძრის ჩაქრობას უზრუნველყოფს თუ არა ეს ტექნიკა, ამაზე პასუხის გაცემა გაუჭირდება, რადგან "ეს მარტო ტექნიკაზე არ არის დამოკიდებული, არამედ დამოკიდებულია ამინდზე, რელიეფზე".

"ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დღეს ხანძრის ლოკალიზება მოხერხდეს", - განაცხადა ჯანელიძემ.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ტყის მასივს ხანძარი 20 აგვისტოს გაუჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება, ფაქტობრივად, მოხდინეს, თუმცა ქარის გამო ხანძრის კერები კვლავ განახლდა. გუშინ ადგილზე ჩავიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მისი დავალებით ბორჯომში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.

"ინტერპრესნიუსი"