ატენის ხეობაში ცეცხლი 2 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული - კვირის პალიტრა

ატენის ხეობაში ცეცხლი 2 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოშურთან ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრე მაშველები ადგილზე მუშაობენ, ამ დროისთვის ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული.

სახანძრო სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძრის ადგილი არის კლდოვანი და სამუშაოების ჩასატარებლად მიუდგომელი.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა გაიგზავნა.

„საგანგებო შტაბის წევრები ღებულობენ ინფორმაციას ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ. პრემიერ-მინისტრის დავალებით ხეობაში უკვე გაიგზავნა მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა“,- ნათქვამია შტაბის ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"