"რუსული პროპაგანდა ბანალურად გვაბურთავებს?" - კვირის პალიტრა

"რუსული პროპაგანდა ბანალურად გვაბურთავებს?"

მას მერე, რაც ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში დახმარება რუსეთმაც შესთავაზა საქართველოს, ჩვენში კრემლის ბევრი აპოლოგეტი გამოჩნდა, ვინც ამტკიცემდა, რომ ეს დახმარება უნდა მიგვეღო, ეს მაშინ, როდესაც სულ რაღაც 9 წლის წინ სწორედ რუსეთმა გააჩაღა ამ ხეობაში ხანძარი, რა დროსაც 1100 ჰექტარი გადაიწვა.

გთვაზობთ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის მიერ "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოქვეყნებულ მოსაზრებას:

"ასე მგონია, სულ დავკარგეთ დროთა კავშირი. საკმარისია, რუსული ოკუპაცია ახსენო, რომლის გამოც ათიათასობით ადამიანი აგერ, ჩვენს გვერდით ბეჩავად არსებობს, რომ მაშინვე მოსკებისა და ხალიბების განსახლების ადგილებს იხსენებენ. საკმარისია, ომში დახოცილი ბიჭები და გამოდევნილი ასიათასობით ადამიანი გაიხსენო და ავღანეთში (თავისი ნებით!) წასულ ჯარისკაცებზე იწყებენ ლაპარაკს. საკმარისია, საზღვრების გადმოწევა ახსენო, რომ მაშინვე ტაო-კლარჯეთსაც აღარ სჯერდებიან და "გონების რაღაც მანქანებით" ქვეყანას ამერიკის მიერ ოკუპირებულად აცხადებენ. რა ხდება? ჩვენს გადასაწყვეტ პრობლემებს გავურბივართ? ფროიდის ისტერიული დაავადებულივით ვეღარ გაგვირჩევია, რა ხდება ახლა და რა მოხდა საუკუნეების წინ? სიტყვების ემოციური ტყვეობა სინამდვილის გრძნობას გვაკარგვინებს? თუ, უბრალოდ, ბანალურად გვაბურთავებს რუსული პროპაგანდა?" (წყარო)