"აღენიშნება დამწვრობითი შოკი" - როგორია ქავთარაძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა?! - კვირის პალიტრა

"აღენიშნება დამწვრობითი შოკი" - როგორია ქავთარაძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა?!

"ქავთარაძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას სახის, სასუნთქი გზების და ოთხივე კიდურის დამწვრობა აღენიშნება", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენით ცენტრში განუცხადეს.

"გაუკეთდა შეხვევა და დაეწყო ინტენსიური მკურნალობა. მოთავსებულია რეანიმაციაში. აღენიშნება დამწვრობითი შოკი, თუმცა პაციენტი კონტაქტურია", - აცხადებენ საავადმყოფოში.

ამასთან, ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის 45 %-იანი დამწვრობა აქვს მიღებული. დაზიანებულია სახე, სასუნთქი გზები და ოთხივე კიდური.

"უახლოეს წუთებში დაგეგმილია პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ოპერაციული ჩარევის შესახებ პროგნოზის გაკეთება ჯერჯერობით რთულია", - აღნიშნეს ექიმებმა.

შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულის კედელი ჩამოინგრა. დაშავებულია ერთი ადამიანი.

იხილეთ ასევე: "სავარუდოდ, ბუნებრივი აირის წყლის გამათბობელი სწორედ იმ დროს აფეთქდა, როდესაც მამაკაცი აბაზანაში იმყოფებოდა" - აფეთქება ქავთარაძეზე

იხილეთ ფოტოები აფეთქების ადგილიდან