"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაფერი უცხოელ ტურისტებზე არ უნდა იყოს გათვლილი"
"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაფერი უცხოელ ტურისტებზე არ უნდა იყოს გათვლილი"
"თურქეთში საუკეთესო მომსახურებაა და რატომ უნდა გვაჯობოს თურქეთმა ქართველებს ეს ჩემთვის გაუგებარია"

ზაფხული უკვე მიიწურა, თუმცა საქართველოში ზღვისპირა კურორტებს ქართველი თუ უცხოელი დამსვენებლები მაინც სტუმრობენ. დამსვენებლების გარკვეული ნაწილი კურორტებზე მომსახურების ხარისხსა და სისუფთავის შესახებ გამოთქვამს საყვედურს. ამ საკითხთან დაკავშირებით, www.kvirispalitra.ge-ზე გამოკითხვა ჩატარდა, ჩვენ მკითხველს კითხვით მივმართეთ: როგორ შეაფასებთ საქართველოს ზღვისპირა კურორტებზე მომსახურების ხარისხს?

გამოკითხვაში მონაწილეობა 2064-მა ადამიანმა მიიღო. მათგან 2,47% მიიჩნევს, რომ საქართველოს ზღვისპირა კურორტებზე მომსახურების ხარისხი მაღალია, 3,88% მიიჩნევს, რომ მომსახურება
You must have Flash Player installed in order to see this player.
საშუალოზე მაღალია, 26,89% მიიჩნევს რომ საშუალოა, 30,91% მიიჩნევს, რომ მომსახურება საშუალოზე დაბალია, ხოლო გამოკითხულთა უმეტ
ესი ნაწილი 35,85% მიიჩნევს, რომ სა
ქართველოს ზღვისპირა კურორტებზე მომსახურების ხარისხი დაბალია.

ჩვენ ამ კითხვით საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მივმართეთ:

ნოდიკო ტატიშვილი, მომღერალი:

„ამ წუთებშიც ზღვაზე ვარ და ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაფერი უცხოელ ტურისტებზე არ უნდა იყოს გათვლილი. უკეთესი იქნება თუ გაითვალისწინებენ საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობას. მესმის, რომ ზაფხულის ეს სამი თვე საკურორტო ბიზნესისთვის უმთავრესი პერიოდია, თუმცა უკეთესი იქნებოდა თუ შედარებით დაბალი ფასები იქნება
სხვადასხვა მომსახურებაზე და ქართველ დამსვენებლებსაც ექნებათ საშუალება კარგად დაისვენონ“.

ნინა წკრიალაშვილი, მომღერალი, ტელეწამყვანი:

„საქართველოს ზღვისპირა კურორტების ფასები არ შეესაბამება ხარისხს, საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ უნდა გადაიხადო ამხელა ფული საქართველოში დასვენებაში, როცა იმავე ფასად შესაძლებელია საზღვარგარეთ სხვადასხვა ტურისტული ადგილი უფრო შეღავათიან ფასებში მოინახულო. რაც შეეხება მომსახურების ხარისხს, უკეთესია რაც იყო 10 წლის წინ, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ იდეალურია. ჩემი აზრით, თურქეთში საუკეთესო მომსახურებაა და რატომ უნდა გვაჯობოს თურქეთმა ქართველებს ეს ჩემთვის გაუგებარია“.

კრისტი ყიფშიძე, მოდელი:
"წელს ვისვენებდი გრიგოლეთში და სიმართლე გითხრათ, ზღვისპირა ქალაქებში ცუდ მომსახურებას არ შევუწუხებივარ. მომსახურება რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი დაბინძურებული სანაპირო ზოლია. ვფიქრობ, უნდა ჩატარდეს რაიმე სამუშაოები, რომ ეს პრობლემა არ გვაწუხებდეს და ეტაპობრივად მომსახურებაც გამოსწორდება. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმში არის რამდენიმე ადგილი, სადაც საუცხოო მომსახურება და უგემრიელესი კერძებია".

მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გამოკითხვაში და უპასუხეთ ამ კვირის კითხვას:
თქვენი შემოსავლის რა ნაწილი იხარჯება საბანკო კრედიტების დასაფარად?


თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)

ar mikvirs
13 სექტემბერი 2017 17:34
აჰაა წკრიალაანტ ქალს უტქვამს აბა ამას მეტი არც მოეტხოვება
chkvians
13 სექტემბერი 2017 17:32
/რატომ უნდა გვაჯობოს თურქეთმა ქართველებს ეს ჩემთვის გაუგებარია"/

ნეტა შენს ტავში ჩამახედა, 80მილიონაი ქვეყანას რომ ედრები რომელიც ზღვით არის გარშემორტმყლი და ჩვენნაირი ბატუმი იმატ 1000 აქვტ
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა