"რა? სად? როდის?" მოთამაშე დავით ჩარგაზია გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"რა? სად? როდის?" მოთამაშე დავით ჩარგაზია გარდაიცვალა

ცნობილი ინტელექტუალური შოუს "რა? სად? როდის?" მონაწილე დავით ჩარგაზია გარდაიცვალა

ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამაშის ცნობილი სახეები წერენ. ემოციურად იხსენებს უფროს მეგობარს "რა? სად? როდის?" გუნდის კაპიტანი ბაჩანა შენგელია:

"დიდი ადამიანი დააკლდა ზუგდიდს დავით ჩარგაზიას სახით. ინტელექტუალი, რა? სად? როდის? სატელევიზიო თამაშის გამორჩეული, არაორდინალური მოთამაშე, თავისი ქვეყნის და ქალაქის უსაზღვროდ მოყვარული, საოცრად განათლებული ადამიანი და უბრალოდ კარგი მეგობარი. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ გავიცანი ზუგდიდში, ყველასგან განსხვავებული იყო, თითქოს დიდი ბავშვი იყო, რომელშიც უდიდეს ინტელექტთან ერთად, ბავშვური გულუბრყვილობა და სიალალე იყო გაერთიანებული.

გაგრძელება