საგანგებო სიტუაციების სამსახური: "მეხანძრე-მაშველებს პრემია ჯერ არ მიუღიათ" - კვირის პალიტრა

საგანგებო სიტუაციების სამსახური: "მეხანძრე-მაშველებს პრემია ჯერ არ მიუღიათ"

ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მეხანძრე-მაშველებისთვის პრემიების გადაცემის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და დეტალების შესახებ კომენტარი ცოტა ხანში გაკეთდება.

ამის შესახებ, "ბიზნესპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.

"მეხანძრე-მაშველებს პრემია ჯერ არ მიუღიათ. რაც შეეხება დეტალებს თუ რამდენი მეხანძრე-მაშველი, რა რაოდენობის პრემიას ან რა ფორმით მიიღებს, ძალიან ცოტა ხანში გახდება ცნობილი", - განაცხადეს უწყებაში.

პ.ს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რომელთა დასრულების შემდეგ, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ფულადი პრემიები აღნიშნული პირების პირად ანგარიშებზე ჩაირიცხება.

გაგრძელება