"ვიცოდი, რომ კარგად უნდა მესწავლა" - გაიცანით საქართველოს ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე - კვირის პალიტრა

"ვიცოდი, რომ კარგად უნდა მესწავლა" - გაიცანით საქართველოს ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე

8 საგანში უმაღლესი 10 ქულიანი შეფასება და ყველაზე ჭკვიანი სკოლადამთავრებულის სტატუსი - ნიკა ბეჭვაია საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ბავშვია.

"სკოლაში შესვლის პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ კარგად უნდა მესწავლა. სხვანაირად ვერც წარმომედგინა. ღამეები არასდროს გამითენებია, თუმცა წიგნებს საკმარის დროს ვუთმობდი" - აღნიშნავს ნიკა AMBEBI.GE-თან საუბრისას.

ნიკა რუსთავში მშობლებთან, ბებიასთან და პატარა ძმასთან ერთად ცხოვრობს. რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე საკუთარ წარმატებაში სკოლის დიდ წვლის ხედავს.

"მნიშვნელოვანია, რას იღებ სკოლიდან. მე ამ მხრივ გამიმართლა. ინფორმაციის დიდ ნაწილს მასწავლებლები მაძლევდნენ", - გვეუბნება ნიკა. გაგრძელება