"მე და თორნიკე ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით"
"მე და თორნიკე ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით"
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი - თორნიკე შენგელია მეუღლესა და შვილებთან ერთად ყოველ ზაფხულს საქართველოს სტუმრობს. წყვილი ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს. კალათბურთელის მეუღლესთან ინტერვიუ ჟურნალმა "გზამ" ჩაწერა, გთავაზობთ ამონარიდებს.

- სალომე, სად გაატარეთ ზაფხული?
- ყოველ აგვისტოს საქართველოში ჩამოვდივართ. წელსაც არ დავარღვიეთ ტრადიცია, თან - `საქართველო-ლიტვის~ თამაშიც დაემთხვა. მოგეხსენებათ, ეს მატჩი მოვიგეთ და ძალზე გახარებულები ვართ.

- დასვენების დღეებს როგორ ატარებთ?
- დასასვენებლად ხშირად ბავშვებთან ერთად მივდივართ. თუმცა, ცოტა დროს იმისთვისაც ვიტოვებთ,
You must have Flash Player installed in order to see this player.
მარტოებმა რომ
დავისვენოთ. ხომ იცით, ბავშვებთან ერთად სრულყოფილად დასვენებას ვერავინ ახერხებს. ჩვენი შვილები კი პატარები არიან და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.

...
- თორნიკეს თამაშებზე ხშირად დადიხარ? როგორ გულშემატკივრობ?
- თორნიკეს თამაშებზე ყოველთვის დავდივარ და რა თქმა უნდა, ძალიან ვგულშემატკივრობ.

- ის საკმაოდ წარმატებული კალათბურთელია. როგორ ფიქრობ, რა არის მისი წარმატების საიდუმლო?
- მისი წარმატების საიდუმლო საქმის სიყვარულსა და დაუღალავ შრომაშია.

- როგორი მეუღლეა? საოჯახო საქმეებში თუ გეხმარება?
- საოჯახო საქმეებში ნაკლებად მეხმარება, მაგრამ როგორც კი ამის საშუალება ეძლევა, ყოველთვის მეხმარება. ხვდება, როდის მჭირდება მისი დახმარება და დროსაც გამონახავს ხოლმე.

...
- შეგიძლია, ყველაზე კარგი ზაფხული გაიხსნო?
- ასე გამორჩეულად ჩვენი ქორწინების წინა პერიოდის ზაფხული მახსენდება, როცა საქორწილო სამზადისი გვქონდა (იღიმის). საერთოდ, ზაფხული ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, ყველა ზაფხულს
შთამბეჭდავად და საინტერესოდ ვატარებთ.

- ალბათ, უამრავ ქვეყანაში ხარ ნამყოფი. რომელია შენთვის ყველაზე დაუვიწყარი?
- ყველაზე მეტად ინგლისი მიყვარს, მაგრამ საქართველო განსაკუთრებულია. აქ ბევრი ჩვენთვის საყვარელი ადამიანი გვყავს და როგორც კი საშუალება გვეძლევა, ყოველთვის ჩამოვდივართ. მე და თორნიკე ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით. (ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 14 სექტემბრის ნომერში)

სოფო ჭონიშვილი
მკითხველის კომენტარი (9)
ჩვენ რა ვქნაათ?
14 სექტემბერი 2017 17:31
ვინც წასულია და თავს უშველა ყველა ამაყობს...
*
14 სექტემბერი 2017 11:39
საქართველოც ამაყობს თორნიკეთი. ის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში.
მაია
14 სექტემბერი 2017 09:34
გაგვანებივროს წარმატებებით თავისი ლამაზი ოჯახიც და გულშემატკივრებიც!
14 სექტემბერი 2017 08:59
ჩვენ კი ვამაყობთ თორნიკეთი.
მარი
13 სექტემბერი 2017 22:58
არ ცხოვრობთ საქართველოში და იმიტომ ამბობთ ამას!!!რა არის საამაყო საქართველოში?ხაჭაპური და ჩაქაფული....ესენი ყველგანააა.....
ლადო
13 სექტემბერი 2017 22:46
იბედნიერეთ!
ანზორი
13 სექტემბერი 2017 22:19
ტუ ამაკობტ აკ იცხოვრეტ ნუ აფერისტობტ
ძაან ინტელექტით გატენილებმა თქვენი აზრი გაიკეთეთ ერთ ადგილს.
13 სექტემბერი 2017 20:03
საქართველო განსაკუთრებულია,სუპერია,მაგრამ ცხოვრება მაინც უბრალო ქვეყანაში უნდა.ასეთ ფარისევლებს ვერ ვიტან,რააა პირდაოირ ტქვი სიმართლე,რა ვინმე გხვრიტავს?მერე დამიწყეთ ადამიანების ავკარგიანობაზე საუბარი-----------ყველაზე დამპალი არსებაა ადამიანი მსოფლიოში.
natali
13 სექტემბერი 2017 17:32
ჯერ აქ ჩამოდით საცხოვრებლათ,და თუ მერეც იამაყებთ,ქედს მოვიხრით თქვენს წინაშე!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა