სოფელ ყარაჯალაში ავტომობილი ხევში გადავარდა, ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა - კვირის პალიტრა

სოფელ ყარაჯალაში ავტომობილი ხევში გადავარდა, ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში პიკაპის ტიპის ავტომობილი ხევში გადავარდა, ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ხევში გადავარდა. მძღოლი რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მედიკოსების თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მძღოლი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესაბამისი მუხლით დააჯარიმა.

"ინტერპრესნიუსი"