შავნაბადას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე კელია იწვის - კვირის პალიტრა

შავნაბადას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე კელია იწვის

შავნაბადას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე კელია იწვის. როგორც “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ორსართულიან შენობას მოედო, სადაც მონასტრის ბერების კელიებია განთავსებული.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 25 მაშველი მუშაობს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მისი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.