"ჩემს სკოლაში პედაგოგებს არ მოჰკლებიათ ცარცი" - დირექტორ-მასწავლებლების "მარგალიტები"
"ჩემს სკოლაში პედაგოგებს არ მოჰკლებიათ ცარცი" - დირექტორ-მასწავლებლების "მარგალიტები"
"მყავს უცხო ენის პედაგოგი, რომელიც გასულია პენსიაში, მაგრამ არ უნდა ბოლომდე გასვლა"

ამ ზაფხულს მკითხველის სამსჯავროზე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აბიტურიენტების მიერ დაშვებული "შეცდომები" გამოვიტანე, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. დღეს ამ "თემას" გავაგრძელებ და ახალ "საინტერესო მასალას" შემოგთავაზებთ.

არ დავიზარე და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში წლების განმავლობაში გავრცელებული სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების "მარგალიტები" ამოვკრიფე.

თავდაპირველად სკოლის დირექტორებიდან დავიწყოთ.

"თქვენს მიერ გამოთქმული უკმაყოფილება ჩემს მიმართ, რამაც მაიძულა ამ ანგარიშის დაწერა თქვენს მიმართ, უსაფუძვლოა".

"მოცურავე წიგნები შველას ითხოვენ (წყალდიდობამ დააზიანა
ბიბლიოთეკა)".

"დღეისათვის ხელოვანმა, გამოცდილმა პედაგოგებმა ძლიერი ზარი უნდა შემოვკრათ საუკუნეების მიღმა უღრანებში დავანებულ კაცობრიობის ცოდნასა და განათლებას და გადავცეთ ის ახალბედა პედაგოგებს".

"უკეთესი ხარისხის ამაღლების მიზნით, ჩვენ ვეძებთ გზებს და …".

"ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია პრიორიტეტულია მხოლოდ დაწყებით კლასებში".

"ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება საფუძვლიანი შეკეთება, თორემ მალე რემონტს აღარ დავექვემდებარებით".

"სკოლას კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია, მხოლოდ კოსმეტიკა წავუსვით".

"მოგმართავთ სრულიად საქართველოს პედაგოგი".

"ჩემს სკოლაში პედაგოგებს არ მოჰკლებიათ ცარცი".

"სკოლა საჭიროებს შებათქაშებას და შეგაჯვას".

"თვითმართველობის ორგანომ უარი მითხრა დაფინანსებაზე. აბა ის ორგანო რა ორგანოა, უარს რომ გეტყვის
საჭიროების შემთხვევაში".

"მოვაწყვეთ "ვალენტინობა - სიყვარულის დღე", რომელზეც მოვიწვიეთ სკოლის ვეტერანი მასწავლებლები".

"ჩვენი მოსწავლეები მაღალი ხარისხით გამოირჩევიან".

"წყალმა არ იკმარა ბიბლიოთეკის სარდაფში დგომა და გადავიდა საძირკველში და დაიწყო დაჭაობება".

"გასულ სასწავლო წელს ავად ვიყავი. ახლა იმედია ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულიც მექნება და ყველაფერს განვახორციელებ".

"ისტორიის მასწავლებელი სულ ახლახანს დაბერდა".

"ჩვენი სკოლა მართალია ნახმარია, მაგრამ კარგად შენახული".

"ჩვენი სკოლა ემსახურება მხოლოდ 4 კმ რადიუსის მქონე ბავშვებს".

"მყავს უცხო ენის პედაგოგი, რომელიც გასულია პენსიაში, მაგრამ არ უნდა ბოლომდე გასვლა".

"ბავშვებს გადაეცა ტკბილეული. მართალია მეორადი, მაგრამ შესაძლებლობის ფარგლებში!"

"სკოლის რემონტი მოვახერხეთ მოსწავლეთა მამების ძალადობით!"

"ქარმა მთლიანად მოგლიჯა პერიპეტიები!"

"ქვემოთ მიღებული გადაწყვეტილება უფრო ეფექტურია ვიდრე ზემოთ!"

"მე ვთვლი, რომ ჩვენს სკოლას კოსმეტიკური კი არა ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება!"


"თვალსაჩინო ადგილას გამოვფინეთ სახელმძღვანელოთა ავტორები!"

"ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელი 64 წლისაა. მიუხედავად ამისა, სურს ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამიტომაც გთხოვთ გადაგვიმზადოთ!"

"სკოლაში მიგრაციამ თითქმის მოსახლეობის მაქსიმუმს გადააჭარბა!"

"სკოლაში აღმოიფხვრა კორუფცია და დიპლომატია!"


სკოლის დირექტორების შემდეგ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების კურიოზებს შემოგთავაზებთ.

"დაჭრილი ლომი ღრიალებს" - ლომი ქვემდებარული დამოკიდებული წინადადებაა".

"მერცხლები ქვემდებარეა. ისინი დამოკიდებულია გაზაფხულზე, ამიტომ არის ქვემდებარული დამოკიდებული წინადადება".

"აზრი ზუსტად არის გადმოცემული, მაგრამ ლექსიკა მწირია. . .არ ჩანს საიდან გამოაქვს დასკვნები მოსწავლეს. არ ჩანს "მორალური კოდექსის"  და კანონების მოშველიება. (ლაპარაკია აკაკის "გამზრდელზე")".

"მან მიატია ქმარი, შვილები. (ლაპარაკია შუშანიკზე)".

"ღამემ დალია ილია ერთ-ერთ სადგურში".

"ვიცით, რომ ახალგაზრდა ბარათაშვილს სულიერად შემოუღამდა. მას ამ დროს თანაუგრძნობს თავისი მეგობარი მთაწმინდა".

"რომანტიკოსისთვის სილაღე იწყება მარტოობითა და ღამით, ილია კი ებრძვის სიბნელეს, რამაც დააჩლუნგა ქართველები".

"იაკობ ცურტაველის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა, რომ იგი უძველესი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია".

"მუცალი ალუდამ მოკვლამდე იცნო, სიზმარში ყავდა ნანახი და ამიტომ ის მისი მტერი არ იქნებოდა".

"სიმბოლისტი არის ი. ჭავჭავაძე და მისი "გლახის ნაამბობის" ხიდჩატეხილობა".

"სიმბოლიზმის ერთ-ერთი ნიშანია ყვავილის ტარება პიჯაკის ჯიბით"

იხილეთ ასევე: "შოთა რუსთაველი თამარ მეფის ჭურჭელს განაგებდა და ქალაქ რუსთავს მართავდა" - ეროვნული გამოცდების "სალაღობო მაგალითები"

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)

ელისო
16 სექტემბერი 2017 10:31
ღმერთო გვიშველე!
ნანა მასწ
14 სექტემბერი 2017 21:07
ასეთ დირექტორს ეყოლება სწორედ ასეთი მასწავლებელი და მოსწავლე.
ნატა
14 სექტემბერი 2017 15:51
დირექტორებს განსაკუთრებით უჭირთ :)))
რუბრიკის სხვა სიახლეები
ყველაზე მეტად რომელი სამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებაა თქვენთვის მიუღებელი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ყველაზე მეტად რომელი სამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებაა თქვენთვის მიუღებელი?