მაკა ასათიანის რძალს ჯაბა დიასამიძის შექმნილი ულამაზესი კაბა ეცვა - ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ქორწილები (+ფოტოგალერეა)
04-10-2017
მაკა ასათიანის რძალს ჯაბა დიასამიძის შექმნილი ულამაზესი კაბა ეცვა - ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ქორწილები (+ფოტოგალერეა)
ფოტოგალერეა

ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ, ქორწილი უხვი და მდიდარი შემოდგომისთვის დაე­მთხვიათ, თუმცა ეს უწინ იყო. ქორწინების დღესასწაული ხომ წელ­იწადის ნებისმიერ დროს გამორჩეული და განსაკუთრებულია. ამ დღეს დედოფალი ყველაზე ლამაზია, სიძე კი ყველაზე მოხდენილი.
სასიხარულოა, რომ საქართველოში წლევანდელი წელიც დატვირთული იყო ქორწილებით. წლის ბოლ­ომდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ გავხდებით წყვილთა გაბედნიერების მოწმენი. ქორწილს რა სჯობია?!

მაკა ასათიანის რძალს ჯაბა დიასამიძის შექმნილი ულამაზესი კაბა ეცვა

ამ ცოტა ხნის
წინ, მერაბ ჟორდანიასა­ და მაკა ასათიანის ვაჟი, კახი დაქორწინდა­. კახისა და მისი რჩეულის, ნანიკო კლდიაშვილის ბედნიერება უამრავმა ადამიანმა გაიზიარა. ულამაზესი წყვილის სიყვარულის ისტორია რამდენიმე წლის წინ დაიწყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დანიშნულები იყვნენ.

კახიმ და ნანიკომ ჯვარი ქაშუეთის ეკლ­ესიაში დაიწერეს, გრანდიოზული ქორწილი კი "შატო მუხ­რანში"
გაიმართა, სადაც­ თითქმის მთელი თბილისის ბომონდს მოე­ყარა თავი. მომხიბვლელ პატარძალს დიზაინერ ჯაბა დიასამიძის შექმნილი ბრწყინვალე კაბა ამშვენებდა.

რატი გაჩეჩილაძე და ანი გაბიძაშვილი თაფლობის თვეს იტალიაში ატარებენ
სულ ახლახან ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი, რატი გაჩეჩილაძე ანი გაბიძაშვილზე დაქორწინდა. წყვილი ქორწილამდე 2 კვირით ადრე პატრიარქმა დალოცა. ამჟამად რატი და ანი საქორწინო მოგზაურობაში არიან - ცხოვრების ყველაზე ლამაზ და ტკბილ დღეებს იტალიაში ატარებენ.

ზუკა ხუციშვილი თანაკლასელზე დაქორწინდა

აპრილის თვეში კიდევ ერთ ქორწილში­ მოიყარა თავი ქართულმა ბომონდმა. გიო ხუციშვილის ვაჟი, ზუკა ხუციშვილი ქეთუშა­ მანიჟაშვილზე დაქორწინდა. ზუკა და ქეთუშა ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ - თანაკლასელები იყვნენ. ხელის მოწერის შემდეგ რესტო­რანში გადა­ინაცვლეს და წყვილმა ქორწილი ქართული ცეკვით გახსნა... მართალია, სიძემ სასცენო კარიერას საგარეო საქმეთა სამინისტროში­ მუშაობა­ ამჯობინა,­ თუმცა­ საკუთარ ქორწილში სიმღერაზე უარი არ უთქვამს - გიოს და მაიას დუეტი არაჩვეულებრივი სიმღერით დაგვირგვინდა. წყვილს უმღერეს ლელა წურწუმიამ, მერაბ სეფაშვილმა და სხვა ცნობილმა მომღერლებმაც.

ჩემპიონის ქორწილი

აპრილის ბოლოს ცნობილი ქართველი ძიუდოისტი, ევროპის სამგზისა და მსოფლიო ჩემპიონი, ავთანდილ ჭრიკიშვილი­ დაქორწინდა. მისი რჩეული მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი თამუნა გვენეტაძეა. წყვილი ხანგრძლივი რომანის შემდეგ დაინიშნა. ქორწილი კი ნიშნობიდან­ რამდენიმე თვის შემდეგ გადაიხადეს. პატარძლის გამორჩეულ კაბას ძალიან გრძელი შლეიფი ამშვენებდა. ქორწილში უამრავ ცნობილ სახეს ნახავდით.

მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლის ქართულ-იტალიური ოჯახი
კიდევ ერთი ქართულ-იტალიური ოჯახი შეიქმნა - მსოფლიოში აღიარებულმა საოპერო მომღერალმა, თეონა დვალმა, ბედი იტალიელ ბიზნესმენ ჯაკომო რაკუნიოს დაუკავშირა.
თეონამ და ჯაკომომ ერთმანეთი 5 წლის წინ მოსკოვში გაიცნეს. მოგვიანებით მათი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა.
წყვილმა ქორწილი იტალიაში გადაიხადა. როგორც თეონამ განაცხადა, საქორწინო ცერემონიალის ორგანიზება ჯაკომოს დედამ ითავა. ქორწილში სულ 150 სტუმარი იყო მიწვეული. ულამაზესი პატარძალი საკურთხეველთან მამამ - თემურ დვალმა მიაცილა. წყვილი ქორწილის გადახდას საქართველოშიც გეგმავს, რომელიც უფრო მასშტაბური იქნება.

ორი გაბედნიერებული "ჩემი ცოლის დაქალებიდან"


სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" 2 მსახიობი გაბედნიერდა. მერაბ დარჩიას როლის შემსრულებელმა­ ზურაბ ნიჟარაძემ უმშვენიერეს ნათიაზე იქორწინა და წყვილმა­ 15 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე დაუვიწყარი ქორწილი გამართა. სექტემბრის დასაწყისში კი თემურ ძიგუას როლის შემსრულებლის ქორწილი შედგა.­ ბექა ლემონჯავა, რომელიც სერიალში გრიშა კაკაჩიას ვაჟს ასახიერებს, უკვე 4 წელია შეყვარებულია ანა ჩხარტიშვილზე. წყვილმა 30 აგვისტოს იუსტიციის სახლში მოაწერა ხელი, მოგვიანებით კი ულამაზესი ქორწილი გადაიხადეს...

ფეხბურთელმა ხელი სტადიონზე მოაწერა


საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი დავით თარგამაძე მომხიბვლელ მაია მალიანოვაზე­ დაქორწინდა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი საქართველოში გადაიხადა. მაიამ და დათომ ხელი სტადიონზე მოაწერეს. ჯვრისწერის შემდეგ კი რესტორანში გადაინაცვლეს. პატარძალს ქორწილში სადა თეთრი კაბა ეცვა. ნეფე ჯერ ეროვნულ სამოსში იყო გამოწყობილი, რესტორანში შეკრებილ სტუმრებს კი კლასიკური სამოსით უმასპინძლა. ქორწილში დათომ და მაიამ სპეციალურად ამ დღისთვის შესწავლილი ქართული ცეკვა შეასრულეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: ზღაპრული, სკანდალური, ხანმოკლე... ქორწინებები და ულამაზესი ქართველი პატარძლები (ფოტოგალერეა)


ეკა სალაღაია
ანა
05 ოქტომბერი 2017 15:47
დიასამიძეებს გემოვნება არ აქვთ!
ტოტო
05 ოქტომბერი 2017 15:25
დიდი სიამოვნებაა ამათი ცქერა.
მანანა-შ
05 ოქტომბერი 2017 11:32
ეყველა ძალიან ლამაზები და კარგები ხართ, გაიხარეთ და გამრავლდით, თქვენსავით ლამაზი ბევრი შვილით გააბედნიერეთ საქართველო,!

რედაქტორის რჩევით