"ამდენი ხოტბა ნერვებს მიშლიდა. რამდენმა მითხრა, შენს სილამაზეს გამოვიყენებდი და ქვეყანას შევძრავდიო" - კვირის პალიტრა

"ამდენი ხოტბა ნერვებს მიშლიდა. რამდენმა მითხრა, შენს სილამაზეს გამოვიყენებდი და ქვეყანას შევძრავდიო"

"ჩემი მუდმივი შემოსავალი ივანიშვილის გადახდილი თანხაა. ეგ რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა"

უმრავლესობა მას ქართული სილამაზის ეტალონად მიიჩნევს. დრო გადის, კადრები კი რჩება, კადრები, რომლებმაც მისი მომხიბვლელობა შემოგვინახა... ლიკა ქავჟარაძე უკვე ბებიაა - ყველაზე ლამაზი ბებია. არ უყვარს ყურადღების მიქცევა, არც - ინტერვიუები მყვირალა სათაურებით. ამბობს, დიდი ხანია, პრესასთან არ მისაუბრიაო. ნავსი "კვირის პალიტრასთან" გატეხა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.

- ოჯახში როგორი ხართ?

- ჩემი ოჯახი ჩემი შვილია, რომელიც ამერიკაშია. მე მარტო ვცხოვრობ. მიყვარს მარტოობა. სამზარეულოში ფუსფუსი მიტაცებს ძალიან. მგონი, ვისაც გემრიელად ჭამა უყვარს, მომზადებაც ეხერხება.

დღესასწაულებიდან ყველაზე მეტად ახალი წელი მიყვარს. ალბათ, ბავშვობიდან მომდევს ეს სიყვარული. ადამიანს უნდა გქონდეს საშუალება, გაილამაზო ცხოვრება, მე კი ისე ვცხოვრობ, ყველაფერი გათვლილი მაქვს - ჭამაზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამალზე...

ჩემი მუდმივი შემოსავალი ივანიშვილის გადახდილი თანხაა. ეგ რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა.

ფოტოგალერეა

...

- ინტერვიუში სოსო ჯაჭვლიანი გამომიტყდა, რომ აღფრთოვანდა, როცა "ნატვრის ხის" გადაღებებზე გნახათ. თუმცა ერთმა ყმაწვილმა მოაკითხა გადაღებებზე, მითხრეს, საქმროაო და იქ დამთავრდა ყველაფერიო.

- სოსოს ჩემთვის არაფერი უთქვამს. 10 თუ 15 წლის შემდეგ გავიგე, რომ თურმე მოვწონდი... სასაცილო რაღაცას მოგიყვებით: მუსიკალურ ათწლედში როცა ვსწავლობდით, გაკვეთილების შემდეგ გოგონები სახლში რომ ვბრუნდებოდით, მე სულ წინ მოვდიოდი ხოლმე სერიოზული სახით. სხვები ვიღაცას გამოელაპარაკებოდნენ, გაიცნობდნენ... ერთხელ გოგოებს ვუთხარი, მე არავინ მეპრანჭება-მეთქი. ჩემმა მეგობარმა მიპასუხა, მამის მკვლელის სახით დადიხარ და ვინ გაბედავს შენთან გამოლაპარაკებასო!..

მახსოვს, კინოს დღეებზე ვიყავით საფრანგეთში... ერთმა ფრანგმა რეჟისორმა გაზეთი გამომიწოდა. მე ფრანგული არ ვიცი. მითხრა, აქ წერია, რომ შენ ვარსკვლავი ხარო. გამიკვირდა.

- ასეთი განწყობა ხომ თბილისშიც იყო?

- იყო და მართალი გითხრათ, ამდენი ხოტბა ნერვებს მიშლიდა. რამდენმა მითხრა, შენს სილამაზეს გამოვიყენებდი და ქვეყანას შევძრავდიო. ასეთი რამ არ მესმის.

სრულად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში", ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ ინტერვიუ