ზურაბ სოტკილავას საქართველოში 21 სექტემბერს ჩამოასვენებენ - კვირის პალიტრა

ზურაბ სოტკილავას საქართველოში 21 სექტემბერს ჩამოასვენებენ

საოპერო მომღერალს ზურაბ სოტკილავას 21 სექტემბერს, 02:00 საათზე თბილისში ჩამოასვენებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, აეროპორტიდან ზურაბ სოტკილავას სახლში, აბულაძის #36-ში გადაასვენებენ. 21-22 სექტემბერს მის საცხოვრებელ სახლში პანაშვიდები გაიმართება.

23 სექტემბერს, ზურაბ სოტკილავას ოპერისა და ბალეტის თეატრში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

კულტურის სამინისტროში ამ მომენტისთვის ვერ აკონკრეტებენ რომელზე საათზე გადაასვენებენ ზურაბ სოტკილავას ოპერისა და ბალეტის თეატრში. ჯერჯერობით ასევე უცნობია სად დაკრძალავენ ზურაბ სოტკილავას.

იხილეთ ასევე: "ზურაბ სოტკილავას ნატვრა არ აუსრულდა, აფხაზეთში ჩასვლას და მშობლების საფლავის ნახვას ვეღარ მოესწრო"