"ორგანიზმი "პატარა ბიჭივით" იბრძვის" - როგორია ჯანსუღ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

"ორგანიზმი "პატარა ბიჭივით" იბრძვის" - როგორია ჯანსუღ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

თვეზე მეტია, რაც პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოშია და კვლავაც ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება... იმის გამო, რომ მკითხველი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით მუდმივად ინტერესდება, Ambebi.ge პოეტის ქალიშვილს თაკო ჩარკვიანს დაუკავშირდა:

- ყველას მადლობა, ვინც მამას მდგომარეობით ინტერესდება და ასეთი უამრავი ადამიანია. ვამბობ, ღმერთო, მამა იმიტომ მომიბრუნე ამ ქვეყანაზე-მეთქი, რომ ცალი თვალით მაინც დაინახოს რა სიყვარული და სითბო მოდის მისი მისამართით. თუ ამ სიტუაციაში, ამ თვალსაზრისით, შეიძლება თქვა, რომ ის ბედნიერია, ნამდვილად არის ბედნიერი!

რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, გეტყვით, რომ ოდნავ უკეთესობაა, ოღონდ, თირკმელი ცოტას ჭირვეულობს, როგორც იტყვიან, ერთი პრობლემა მთავრდება, მეორე იწყება... ჯერჯერობით აპარატით სუნთქვაზე იმყოფება, დამოუკიდებლად ვერ სუნთქავს, რაღაც პერიოდი, კი ხსნიან აპარატიდან, მაგრამ შემდეგ ისევ აერთებენ. მოკლედ, აპარატიდან მისი მოხსნა ჯერ არ გამოდის...

- როგორია ექიმების პროგნოზი?

- ეს ისეთი ვერაგი დაავადებაა, თან, ამ ასაკში, რომ პროგნოზს ვერავინ აკეთებს. თუმცა გაკვირვებულები კი არიან, ორგანიზმი "პატარა ბიჭივით" იბრძვის, რაც მართლაც გაოცებას იწვევს. მოკლედ, სულ უიმედობა არ არის, ამ პატარა გამონათებას ვეპოტინებით. ექიმები თავსა და ენერგიას არ ზოგავენ, ყურადღებიანები და პროფესიონალები არიან.

- ინსულტამდე მისი ასაკის კვალობაზე, კარგად იყო, როგორც მახსოვს, მისებურად ენაკვიმატობდა კიდეც...

- კი და მისი ეს კვიმატობა და სისხარტე აღმოჩნდა საბოლოოდ ამ მდგომარეობამდე მისვლის მიზეზი. როცა ერთ-ერთი ტელეეთერით იხუმრა - ადრე მუსულმანები გვანადგურებდნენ და ახლა - რუსულმანებიო.

ვფიქრობ, რომ ამ ხუმრობამ ძალიან არაქართველი ჯიშის მქონე ადამიანი გააღიზიანა. რა პოზიციაც უნდა გქონდეს ადამიანს, ქართველი გაღიზიანდეს იმ ფაქტზე, რომ რუსეთი საქართველოში ოკუპანტია, - ჩემთვის ეს გაუგებარია! თუ ამას ოდესმე მოვესწრებდი, არ მეგონა. გაგრძელება