"ნათლია მყავს, მეუფე და რაიმე სათქმელი თუ იქნება, ის მეტყვის" - ვინ არის მსახიობი, რომლის "ჩცდ"- ს თიზერში გამოჩენასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა? - კვირის პალიტრა

"ნათლია მყავს, მეუფე და რაიმე სათქმელი თუ იქნება, ის მეტყვის" - ვინ არის მსახიობი, რომლის "ჩცდ"- ს თიზერში გამოჩენასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა?

სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალები" თიზერმა საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი ზურა ჟღენტი თამაშობს. მღვდლის როლი პირველად მოირგო და იმედი აქვს, რომ მაყურებელი მის პერსონაჟთან არ გააიგივებს. რისი ეშინია ყველაზე მეტად, როდის კარგავს წონასწორობას და როგორ იქცევა დაძაბული პერიოდის დროს? - ამ ყველაფერზე მსახიობი ჟურნალ "გზასთან" საუბრობს, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- არ ველოდი, ამ კადრებს ასეთი გამოხმაურება თუ ექნებოდა. სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი მწერს, ყველას აინტერესებს, რა ხდება სერიალში. ბუნებრივია, ამას არ გავამხელ, ინტრიგად უნდა დარჩეს.

- მღვდლის როლი საინტერესო აღმოჩნდა?

- მღვდლის როლში პირველად ვარ. ბახმაროში ვიყავი, როცა კასტინგი ჩაატარეს. ეკა მჟავანაძე დამიკავშირდა და მითხრა, სცენარს გამოგიგზავნი, ერთი ვიდეო მანდვე ჩაწერე და გადმომიგზავნეო. გურიაში პარტნიორობას ბიძაშვილი მიწევდა, რომელსაც არანაირი სამსახიობო გამოცდილება არა აქვს. მოკლედ, ჩავწერეთ ვიდეო. მალე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს.

- მაყურებელი ხშირად, მსახიობს პერსონაჟთან აიგივებს. როგორ ფიქრობ, ხომ არ გაიკიცხები? რამდენად ხარ ამისთვის

მზად?

- მე ვარ მსახიობი და ჩემს საქმეს ვაკეთებ. ვნახოთ, მაყურებელი როგორ მიიღებს (პაუზის შემდეგ), ნათლია მყავს, მეუფე და რაიმე სათქმელი თუ იქნება, ის მეტყვის.

- ამ როლის შესრულების შემდეგ, ნათლიასთან ამ თემაზე ლაპარაკი გქონდა?

- არა. მაყურებელს ვთხოვ, პერსონაჟთან ნუ გამაიგივებენ. (იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 21 სექტემბრის ნომერში)

თამუნა კვინიკაძე