"ბილაინის" 14 აბონენტი ერევანში DEEP PURPLE-ის კონცერტს დაესწრო - კვირის პალიტრა

"ბილაინის" 14 აბონენტი ერევანში DEEP PURPLE-ის კონცერტს დაესწრო

"ბილაინის" 14 იღბლიანი აბონენტი ერევანში ლეგენდარული როკჯგუფის -DEEP PURPLEის კონცერტზე გაემგზავრა. "ბილაინის" აბონენტებმა მუსიკალურ ვიქტორინაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც 14 აპრილს დაიწყო და მასში ათი ათასზე მეტი აბონენტი მონაწილეობდა.

ვიქტორინის მონაწილეებს უნდა გაეგზავნათ სიტყვა YES ნომერზე 555, რის შემდეგაც ისინი მიიღებდნენ კითხვებს და სავარაუდო პასუხებს. სწორი პასუხის შემთხვევაში ვიქტორინაში მონაწილე აბონენტს ერთი ქულა ენიჭებოდა, თუმცა არასწორი პასუხის შემთხვევაში მას ქულა არ დააკლდებოდა.

ვიქტორინაში გამარჯვებულები "ბილაინმა" კონცერტის ორი ბილეთით დააჯილდოვა, რაც ასევე ითვალისწინებდა მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს. გამარჯვებულთა დაჯილდოება კაფე "კარიბის ზღვის მეკობრეებში" გაიმართა.

ცნობისათვის, DEEP PURPLE-ი 1967 წელს დაარსდა და როკჯგუფს მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი მუსიკალური დისკი აქვს გაყიდული.

თეონა ბაღდავაძე ("ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი):

"ლეგენდარული როკჯგუფის კონცერტი ამიერკავკასიაში გამორჩეული მოვლენაა არა მხოლოდ როკის მოყვარულებისთვის, არამედ ნებისმიერი მელომანისთვის. "ბილაინში" მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ მუსიკალურ დღესასწაულზე დასწრების შანსი მიგვეცა ჩვენი აბონენტებისთვის, რომელთა რიცხვი დღითი დღე იზრდება.

ვიქტორინა მუსიკალური იყო და შესაბამისად კითხვებიც მუსიკის სფეროდან შევარჩიეთ. სხვათა შორის, "ბილაინის" მუსიკალურ ვიქტორინაში 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენთვის მართლაც აღმოჩენა იყო, რომ ამდენი მელომანი აბონენტი გვყოლია.

მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ მსგავსი სახის ღონისძიებებს, რადგან ამ ვიქტორინამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. აუცილებლად შევხვდებით კიდევ ერთხელ გამარჯვებულ აბონენტებს კონცერტიდან დაბრუნების შემდეგ, რადგან დარწმუნებული ვართ, ისინი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებენ."

არენ ელჩიანი (ვიქტორინაში გამარჯვებული): "კონცერტის ბილეთი ჩემმა მეგობარმა მოიგო. თვითონ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებს ერევანში გამგზავრებას, ამიტომ ბილეთი მე მაჩუქა. ბავშვობიდან ვარ როკის გულშემატკივარი და ყოველთვის სიამოვნებით ვუსმენდი DEEP PURPLE-ის. როდესაც გავიგე, რომ ერევანში კონცერტს მართავდნენ, ვცდილობდი ბილეთი მეყიდა, მაგრამ ბილეთები სწრაფად გაიყიდა და შეძენა ვერ მოვასწარი. ჩემი მეგობრის მიერ გაკეთებული ეს საჩუქარი ალბათ არასდროს დამავიწყდება. სხვათა შორის, მეც დიდი ხანია "ბილაინის" აბონენტი ვარ."

თეკლა იობაშვილი (ვიქტორინაში გამარჯვებული): "ეს ის კონცერტია, რომელზე დასწრების სურვილი ბავშვობიდანვე მქონდა. სიტყვებითაც კი მიჭირს იმის გამოხატვა, რას ნიშნავს ჩემთვის "ბილაინის" მიერ ნაჩუქარი DEEP PURPLE-ის კონცერტის ორი ბილეთი. უნდა ვაღიარო, რომ არასდროს მჯეროდა მსგავსი გათამაშებების, რადგან არასდროს არაფერი მომიგია.

ახლა ისეთი გახარებული ვარ, სანამ არ ჩავალ და არ დავესწრები კონცერტს, ვერ დავიჯერებ, რომ ეს ბედნიერება მე მხვდა წილად. ვიქტორინის კითხვებზე პასუხის გაცემა არ გამჭირვებია, რადგან ზოგადად მელომანი ვარ. ერევანში კონცერტზე მეგობართან ერთად გავემგზავრები."

R