"ჩემი მუდმივი შემოსავალი ივანიშვილის გადახდილი თანხაა. ეგ რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა" - კვირის პალიტრა

"ჩემი მუდმივი შემოსავალი ივანიშვილის გადახდილი თანხაა. ეგ რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა"

ფოტოგალერეა

უმრავლესობა მას ქართული სილამაზის ეტალონად მიიჩნევს. დრო გადის, კადრები კი რჩება, კადრები, რომლებმაც მისი მომხიბვლელობა შემოგვინახა... ცნობილი ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საზოგადოებაში დღესაც დიდ ინტერესს იწვევს, არსებობს უამრავი საკითხი რაზეც მსახიობი არ ლაპარაკობსს, არ უყვარს პრესასთან ურთიერთობა, თუმცა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" არაერთ თემაზე ექსკლუზიურად ისაუბრა:

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

- ვხატავ, წონაში დაკლებას ვცდილობ, დავდივარ პარკში - ქაოსურ მოძრაობაში სიარულს, იქ განმარტოება მირჩევნია.

...

- ოჯახში როგორი ხართ?

- ჩემი ოჯახი ჩემი შვილია, რომელიც ამერიკაშია. მე მარტო ვცხოვრობ. მიყვარს მარტოობა. სამზარეულოში ფუსფუსი მიტაცებს ძალიან. მგონი, ვისაც გემრიელად ჭამა უყვარს, მომზადებაც ეხერხება.

დღესასწაულებიდან ყველაზე მეტად ახალი წელი მიყვარს. ალბათ, ბავშვობიდან მომდევს ეს სიყვარული. ადამიანს უნდა გქონდეს საშუალება, გაილამაზო ცხოვრება, მე კი ისე ვცხოვრობ, ყველაფერი გათვლილი მაქვს - ჭამაზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამალზე...

ჩემი მუდმივი შემოსავალი ივანიშვილის გადახდილი თანხაა. ეგ რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა.

- "ნატვრის ხის" შემდეგ ლიკა ქავჟარაძე სილამაზის სიმბოლოდ იქცა...

- მარიტას როლი ჩემს ცხოვრებაში უმთავრეს მომენტად იქცა. ყველა "ნატვრის ხეზე" ლაპარაკობდა. შოთიკო კალანდაძესთან რომ მნახეს ეროტიკულ სცენებში, ასეთი რაღაც როგორ გადაიღე "ნატვრის ხის" მერეო, ამბობდნენ. მსახიობი ვარ და თუკი გამომდის, რატომ არ უნდა ვითამაშო?! ზოგი აცხადებდა, მე ასე ვერ გამოვალო! ესე იგი, არ შეგიძლია, როლი განასახიერო. ემოციის გამოვლენის უნარი თუ არ გაქვს, არაფერი გამოგივა. მინდოდა და ვითამაშე! გადაღება ჩემთვის სამუშაო პროცესია - ითამაშე, გააკეთე და წადი. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა სალაღაია