"ქუჩაში რომ სარეკლამო ფურცლებს არიგებ, არ ნიშნავს, რომ ქუჩის ქალი ხარ"
01-10-2017
"ქუჩაში რომ სარეკლამო ფურცლებს არიგებ, არ ნიშნავს, რომ ქუჩის ქალი ხარ"
"ოცნება უნდა ავისრულო და ბინა ვიყიდო"

ეს ცისფერთვალება გოგონა ერთხელ მაინც გეყოლებათ ნანახი - ის ათი წელია, დედაქალაქის თითქმის ყველა­ უბანში სავიზიტო ბარათებს არიგებს და ორგანიზაციებს მომხმარებლის მოზიდვაში ეხმარება. 25 წლის ანა ოსაძის სულში ტკივილით სავსე წარსული, მძიმე ყოველდღიურობა და დაავადებასთან მებრძოლი ქალი იმალება...

მშობლების ყოველდღიური ჩხუბის ყურებას 15 წლის გოგონამ გარეთ ყოფნა­ ამჯობინა, გარეთ უსაქმოდ ყოფნას - ფლაერების დარიგება. პირველი გასამრჯელო 5 ლარი იყო... მაშინ გადაწყვიტა, გამომუშავებული ფულით ბინა
ეყიდა.

ანა ოსაძე:
- თბილისელი ვარ. მყავს­ უფროსი და, რომელიც დაოჯახებულია... ცხრა თვის ვიყავი, როცა მძინარეს ეპილ­ეფსია დამემართა. მითხრეს, რომ სამშობ­იარო ტრავმით დავიბადე. მას შემდეგ გულყრა მაწუხებს და ბავშვობიდან მედიკამე­ნტებზე ვარ. სკოლაში ისეთი აგრესიული გავხდი, კლასელებს ვცემდი, ექიმმა­ ფსიქოტროპული მედიკამენტები გამომიწერა. მეცხრე კლასიდან გამომიყვანეს...
მშობლებს
ხშირად ჰქონდათ კონ­ფლიქტი­ და ეს უფრო მოქმედებდა ჩემს ფსიქიკაზე.­ გადავწყვიტე, ცალკე მეცხოვრა და გამოსავლის ძებნა დავიწყე. ქუჩაში დავინახე, ახალგაზრდა სარეკლამო ფლაერებს არიგ­ებდა. მერე იმ კომპანიას მეც მივაკითხე.
პირველ დღეს ხუთი ლარი გამოვიმუშავე, მეორე დღეს ხუთი ლარი დავამატე, მერე ათი და ასე გრძელდება უკვე ათი წელია... სახლი, სადაც ახლა დედასა და პაპასთან ერთად ვცხოვრობ, ძალიან ძველი და დაზ­იანებულია, ალბათ მალე ჩამოგვენგრევა თავზე... ჩვენი შემოსავალი ჩემი მეორე ჯგუფის ინვალიდობისა და პაპას პენსიაა... დედას ფიზიკურად მუშაობა არ შეიძლება.

- როგორ შეხვდა ოჯახი შენს გადაწყვეტილებას, რომ უნდა გემუშავა?

- დედა ნერვიულობს ჩემი ჯანმრთელობის გამო, ქუჩაში რამე არ მოგივიდესო.

- სათქმელად ადვილია ათი წელი ქუჩაში ფლაერების დარიგება, ალბათ, რამდენი მძიმე დღე გაქვს გადატანილი...

- ფლაერებს გაზაფხულზე, ზაფხულში­ და შემოდგომაზე ვარიგებ. ზამთარში, როცა ძალიან ცივა, წარმოუდგენელია მთელი­ დღე ქუჩაში დგომა. არც მაშინ ვარ უსაქმოდ და ბინებს ვალაგებ. უამრავი მძიმე და საშინელი დღე მახსოვს...
ბევრი მძღოლი მიცნობს, ხშირად შეურაცხმყოფენ. ზოგი საყვარლობას მთხოვს და ზოგიც ერთი ღამის გატარებას... იმდენად მთრგუნავს ასეთი დამოკიდებულება, რომ თავს ვეღარ ვიკავებ და ვტირი, გულყრა მემართება და ვითიშები. იცით, რამდენჯერ გადავურჩი სიკვდილს?!
ამას წინათ შუქნიშანზე გაჩე­რებული­ მანქანიდან პაპის ტოლა კაცმა გამო­მძახა, - ბაბუ, რა კარგი გოგო ხარ, არ გინდა, ჩემთან წამოხვიდე და ბევრი ფული მოგცეო?! ისე გავმწარდი, ვაგინე და ხელები დავუკაწრე.
ქუჩაში, რომ სარეკლამო ფურც­ლებს არიგებ, არ ნიშნავს, რომ ქუჩის ქალი ხარ.

- დღეში რამდენ ფლაიერს არიგებ?

- ხან ათასს, ხან სამი ათასს. ერთხელ შვიდი ათასიც დავარიგე. ათასი სავიზიტო ბარათის დარიგებაში ახლა 20 ლარს მიხდიან. საცობების დროს კარგად ვარიგებ...

- განათლების მიღებაზე არ გიფიქრია?

- კოლეჯი დავამთავრე გარემოს დაცვის კუთხით, მაგრამ ყველგან ვიღაც უნდა გყავდეს, რომ სამსახური იშოვო. ეგ კი არა, პრომოგოგონად რომ გინდოდეს მუშაობა, ქუჩიდან მისულს არ მიგიღებენ. ბევრ რამეზე ამიცრუვდა გული, მაგრამ არ ვეპუები - ოცნება უნდა ავისრულო - ბინა ვიყიდო.

- ახლა როგორ ხარ?

- წლების წინ, სანამ ქრონიკულ ფორმაში გადავიდოდა დაავადება, ორი წლის განმავლობაში გულყრა საერთოდ აღარ მქონდა, მკურნალობას დავექვემდებარე.
ერთ საღამოს კიკვიძის პარკიდან მომავალს ვიღაც კაცი დამეჯაჯგურა. შიშზე შეტევა დამემართა და მას შემდეგ ცუდად ვარ.
ყოველდღიურად მჭირდება მედიკამენტები...
ახლა მერიაში მაქვს განაცხადი, ერთი კოლოფი, რომელიც 150 ლარი ღირს, ორ კვირას მყოფნის, ჩემი პენსია კი სულ 100 ლარია... ალბათ მომივა პასუხი - ბიუჯეტში თანხა არ გვაქვსო.­
გავიგე, რომ ეპილეფსიას გერმანიაში ოპერაციით კურნავენ. მინდა, იმდენი თანხა შევაგროვო, ოპერაცია გავიკეთო.
ზამთარში სახლების დასალაგებლად მარტო ვეღარსად ვბედავ მისვლას, მეზობელ გოგონას გავიყოლებ ხოლმე.

- რატომ?

- ერთხელ ქალბატონი შემითანხმდა. მივედი. შინ მისი მეუღლე დამხვდა. მოფერება დამიწყო...

- ნანობ რამეს?

- გული მტკივა, რომ თანაკლასელებს გიჟი ვეგონე. არადა,­ ჩემი წყობილებიდან გამოსვლა არასწორმა მკურნალობამ განაპირობა - თურმე ჩემი დანიშნულება­ ფსიქიკურ ავადმყოფებს ენიშნებათ.­ გული მწყდება, რომ სკოლის არც ერთ ექსკურსიაზე არ ვარ ნამყოფი.

- პირად ცხოვრებაზე არაფერს მეტყვი?

- შეყ­ვ­არებული ვარ, ის მეტროს მემანქანეა. ესემესებსაც ვწერ, პასუხს არასდროს მიბრუნებს... იმაზე ბევრი მიფიქრია, რომ გავთხოვდე, შვილებსაც რომ გამოჰყვეთ ჩემი ავადმყოფობა, როგორ გავიმეტო ბავშვები?!.

- როგორია ანას ოცნების სახლი?

- საძინებელი ბარსელონას საფეხბურთო გუნდის ფორმის ფერებში... ძალიან მიყვარს ეს გუნდი.
ბავშვობაში მეც ხშირად ვთამაშობდი კიკვიძის პარკში. იმდენად მინდა ოცნების ასრულება,­ რომ წლები ისე გადის, ტანსაცმლის ყიდვაზეც უარს ვამბობ, არ მინდა, ერთი თეთრიც კი მოვაკლო...

P.S. ანამ ოცნების ახდენამდე კიდევ რამდენიმე წელი უნდა იმუშაოს, თუმცა ის ჯერ კიდევ იბრძვის. გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს და მერე ოცნების სახლში იცხოვრებს, სახლში, რომლის საყიდლადაც თეთრს თეთრზე ადებს... მერე ოპერაციისთვის საჭირო თანხის შეგროვებას დაიწყებს.

თორნიკე ყაჯრიშვილი
11 ნოემბერი 2017 01:52
Gmerma xeli moumartos annas,ibrzolos da natvra aucileblad auxdeba!
05 ოქტომბერი 2017 22:03
მეც მინდა დავეხმარე მცირედი მაინც.
GIZO
03 ოქტომბერი 2017 13:15
რას ელით ქვეყნისაგან რომელის მოსახლეობის უმეტესობა (მთავრობის ჩათვლით) მის გაყვლეფას ცდილობს (ზოგი ჩეკის გამოწერის დროს იტყუება ზოგს დახმარებები არ ეკუთვნის იღებს ზოგი რას და ზოგი კიდე რას მოკლედ ყველგან იტყუებიან) და ამ ქვეყნის წიაღში თუ გამოჩნდება პატიოსანი ვინმე გადაუვლიან ამას არ აკმარებენ და მერე გადმოუვლიან. ასე რომ ჯერ მოქალაქეებმა უნდა ვისწავლოთ პატიოსნება და იმედია შემდეგი თაობები აღიზრდებიან პატიოსანი პოლიტიკოსები ან მენეჯერები )) (აბა ამ თაობის იმედი აღარ მაქვს. ) ბოდიშს ვიხდი იმ ვაჯკაცი ბიჭების ოჯახების წინაშე ვისი შვილებიც შეეწირა ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის ბრდძოლას. პ.ს. და თქვენ თუ გიყვართ სამშობლო კი არ უნდა გარბოდეთ არამედ უნდა იბრდძოლოდ მისი და თქვენი შვილების მომავლისთვის. მაგრამ......

რედაქტორის რჩევით