ახალი დეტალები ზემო ფონიჭალაში საბავშვო ბაღიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - კვირის პალიტრა

ახალი დეტალები ზემო ფონიჭალაში საბავშვო ბაღიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ზემო ფონიჭალაში საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი დღეს გადმოვარდა.

ექიმის ინფორმაციით, პატარას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ინგოროყვას კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბავშვს მოტეხილობები ამ ეტაპზე არ აღენიშნება, მას მარცხენა ფილტვი აქვს დაზიანებული.

„დაიწყო ანტიშოკური მკურნალობა. შემდგომი კვლევებისა და მკურნალობისათვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. ამ დროისათვის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილურია. როგორც თავის, ასევე კისრის კომპიუტერული კვლევა ჩაუტარდა, მაგრამ ამ ეტაპზე მოტეხილობები არ არის. ამ ეტაზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. დინამიკური დაკვირვება გაგრძელდება“, - განაცხადა ბავშვის მკურნალმა ექიმმა.

იხილეთ ასევე: "ალბათ, გაეპარათ ბავშვი და საძინებლიდან, მეორე სართულიდან გადახტა"

"ინტერპრესნიუსი"