ვალელი "პაპა კარლო"
02-10-2017
ვალელი "პაპა კარლო"
ახა­ლციხეში რაბათის ციხე რომ აღადგინეს,­ ხუთი ქანდაკება უნდა დადგმულიყო. კონ­კურსში გავიმარჯვე და ჩემი ნამუშევარი სახელწოდებით "მტკვრის ხეობა მესხეთში",­ უნდა დადგმულიყო ციხეზე, მაგრამ ეს პროექტი აღარ განხორციელდა

ამას წინათ ერთ ოჯახში საინტერესო ნამუშევრები ვნახე - თითქოს უვარგისი­ ნივთებისგან ან მათი ფრაგმენტებისგან შექმნილი. გადავწყვიტე, მათი ავტორი გამეცნო, ადამიანი, ვინც ამ საგნებს ახალი­ სიცოცხლე შესძინა. ასე აღმოვჩნდი ქალაქ ვალეში, რევაზ ხითარიშვილის ოჯახში.

- ჩემი მეგობარი ვაჟა ათუნაშვილი ავტომექანიკოსია. მის სახელოსნოში ბევრ ნარჩენს ნახავ
და სწორედ ამან შთამაგონა­ ფიგურების აწყობა. წინასწარ კი არ მაქვს მოფიქრებული, დავინახავ რაღაც ნივთს და გონებაში თავისით ლაგდება - ასე შეიქმნა "დედაკაცი", "თევზი", "ყვავის ბახალა", გურული მამაკაცის პორტრეტი...

პროფესიით დაწყებითი კლასების პედაგოგი ვარ. მოგვიანებით უნივერსიტეტში მეორადი ფაკულტეტი დავამთავრე ფერწერის განხრით, თან სამხატვრო აკადემიაში თავისუფალ მსმენელად
დავდიოდი, მოქანდაკეების ლექციებს ვესწრებოდი.

- პედაგოგად გიმუშავიათ?

- სწავლა რომ დავამთავრე, ყაზბე­გში, სოფელ სნოში გამგზავნეს განაწილებით, სადაც 5 წელი პედაგოგად ვიმუშავე. იქ განათლებული, პოეზიის მოყვარული ხალხი ცხოვრობს... მაშინ დავუახლოვდი იორამ ღუდუშაურს (პატრიარქის ძმისშვილს), პოეტსა და ფოლკლორ­ისტს. იქ გატარებულმა წლებმა სულიერად გამამდიდრა.
სნოდან მესხეთში დავბრუნდი. კარგა­ ხანს ვალეს პირველ საშუალო სკოლაში ვმუშაობდი, მოგვიანე­ბით ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში ვასწავლიდი მომავალ პედაგოგებს ხატვის სწავლების­ მეთოდიკას. ამჟამად საერო სკოლაში ხატვას ვასწავლი აბიტურიენტებს.­ სკოლის ხელმ­ძღვანელი დედა ევგენიაა. ეს სასწავლებელი მათთვისაა, ვისაც კერძოდ მომზადების სახსრები არა აქვთ. ვალეში მოსწავლეების რიცხვი შეთხე­ლდა. კულტურის სახლში იშვიათად თუ გვეწვევა ვინმე, აქაურები ან ახალციხეში­ არიან დასაქმებული, ან მიწათმოქმედებას ეწევიან.

- გარდა ამ ფიგურებისა, კიდევ რა მიმართულებით მუშაობთ?

- ესკიზებს ვაკეთებ ქანდაკებაში. ახა­ლციხეში რაბათის ციხე რომ აღადგინეს,­ ხუთი ქანდაკება უნდა დადგმულიყო. კონ­კურსში გავიმარჯვე და ჩემი ნამუშევარი სახელწოდებით "მტკვრის ხეობა მესხეთში",­ უნდა დადგმულიყო ციხეზე, მაგრამ ეს პროექტი აღარ განხორციელდა.
ვმუშაობ ფერწერაშიც. აქაური პეიზა­ჟები გადამაქვს ტილოზე. ვცდილობ, მესხეთის ისტორიული ძეგლები ავსახო ჩემს ნამუშევრებში. თემატური ნამუშევრებიც მაქვს.­ ახლახან ერთმა ესპანელმა მხატვარმა ჩემი "დედაშვილობა" შეიძინა. კიდევ რამდენიმე­ უცხოელია ჩემი ტილოს მფლობელი.

ახალც­იხეში ფილმს იღებდნენ და მთელი­ გადამღები ჯგუფი მოვიდა ჩემს გამოფენაზე. ჰოდა, ნახატებიც შეიძინეს. რამდენიმე­ კედლის მხატვრობაც გავაკეთე. დროდადრო შეკვეთებიც მაქვს. შინაც ვიღებ­ მოსწავლეებს, ზოგს უფასოდ, ზოგს გასამრჯელოს სანაცვლოდ. სხვათა შორის, ჩემი მომზადებული ხუთი ბავშვი სამხატვრო აკადემიის­ სტუდენტი გახდა და ძალიან ვამაყობ.
მიყვარს მოგზაურობა, მთელი საქარ­თ­ველო ფეხით მაქვს შემოვლილი. ვისურვებდი­ საქართველოს გამთლიანებას როგ­ორც ტერიტორიულად, ისე სულიერად. არ შეიძლება ქიშპი, ერთი მიზანი უნდა გვქონდეს. ცხოვრებაში­ ხომ სიყვარული, სიკეთის კეთებაა ყველაზე მთავარი.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?