ქურდობა გრაკლიანის გორაზე - როდის და რა არტეფაქტები წაიღეს უნიკალური აღმოჩენის ადგილიდან?!
ქურდობა გრაკლიანის გორაზე - როდის და რა არტეფაქტები წაიღეს უნიკალური აღმოჩენის ადგილიდან?!
"საინტერესო ისაა, რომ თიხის ჭურჭელი ზუსტად იმ ადგილიდან აიღეს, სადაც სათვალთვალო კამერა იმ დღეს გამორთული იყო"

"გრაკლიანის გორა გაიქურდა", - ეს ინფორმაცია  ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი ინფორმაციით, გრაკლიანის გორიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნის თიხის ორი ჭურჭელი მოიპარეს.

"საინტერესო ისაა, რომ თიხის ჭურჭელი ზუსტად იმ ადგილიდან აიღეს, სადაც სათვალთვალო კამერა იმ დღეს გამორთული იყო. ქურდობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. ქურდობა რამდენიმე თვის წინ მოხდა.

კიდევ უფრო საინტერესო ის გახლავთ,
რომ გრაკლიანის გორაზე დაყენებული სამი სათვალთვალო კამერა მოხსნეს. ეს ქურდობის შემდეგ მოხდა.


ამჟამად გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური გათხრები აღარ მიმდინარეობს. მუზეუმის შენობაც შუა გზაშია მიტოვებული. ეს ისტორიული ძეგლი, რომელსაც 2015 წელს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია დიდი ზარ-ზეიმით მიანიჭეს, ახლა ერთი დარაჯის ამარა, ფაქტობრივად, უპატრონოდაა მიგდებული", - დაწერა "ფეისბუკში" ნინო მიქიაშვილმა.


როგორც ცნობილია, 2015 წელს გრაკლიანის გორაზე უძველესი წარწერა აღმოაჩინეს. (
-saukunis-aghmochena-udzvelesma-tsartseram-sheidzleba-damtserlobis-istoria-sheicvalos.html" target="_blank">იხილეთ ვრცლად)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. "გამოძიება მიმდინარეობის პროცესშია და ამ ეტაპზე დამატებით დეტალებს ვერ გავავრცელებთ", - გვითხრეს შსს-ს პრესცენტრში.

ვითარების გასარკვევად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულს სააგენტოს დავუკავშირდით.
"ეს ფაქტი გასული წლის ნოემბერში მოხდა. ადგილზე შედგა მოკვლევის ოქმი და წერილობით ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მოპარულია გათხრის დროს აღმოჩენილი
თიხის ორი თასი, რომელიც იმ მომენტისთვის არ იყო სათვალთვალო კამერის დაკვირვების ქვეშ, რადგანაც იმ პერიოდში ორ ვიდეოკამერაზე ტექნიკური ხარვეზი შექმნა არასტაბილურმა ელექტრონულმა მომარაგებამ, ისინი დროებით იყო დაზიანებული, ამ ეტაპზე ყველა ვიდეოკამერა გამართულად მუშაობს და ასეთი ტიპის საფრთხე ახლა უკვე პრაქტიკულად აღარ არსებობს.

ტერიტორია 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ არის, ფიზიკურად იცავს დაცვა რომელიც დაქირავებული გვყავს. ამ ეტაპზე იქ მიმდინარეობს გრაკლიანის მუზეუმის მშენებელობის სამუშაოები, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, მომავალი წლის გაზაფხულზე მუზეუმი
შიგნიდანაც მოეწყობა", - განაცხადეს სააგენტოში.

ვახტანგ ლიჩელი, არქეოლოგი: "ჩემი მხრიდან მომხდარი ვაცნობე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და შემდეგ პოლიციას. დამტვრეული კერამიკა, რომელიც წაიღეს, აღდგენილი იყო. ეს არის ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე - მეექვსე საუკუნის ჭურჭელი. გათხრების დროს იყო დამტვრეული, აღვადგინეთ და სამწუხაროდ, დაიკარგა. გამოვლენილი ნაშთების დაზიანების თავიდან ასაცილებლად დეგეგმილია გადახურვის კონსტრუქციების დაყენება".

ფოტო: ნინო მიქიაშვილი

იხილეთ ასევე: ნაპოვნია უნიკალური არტეფაქტები - გრაკლიანის აღმოჩენები ისტორიას შეცვლის


თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

murad
05 ოქტომბერი 2017 11:38
ვინც იცოდა კამაერა გამორთული რომ იყო იმან წაიღო.
...
05 ოქტომბერი 2017 10:32
ეს ქვეყანა კი არა პოლიტიკური საროსკიპოა "მწვერვალზე" მცხოვრები მამაშათი.
...
05 ოქტომბერი 2017 10:29
ძარცვას ,ქურდობას,ყაჩაღობას,მკვლელობას გაგებით უნდა მოვეკიდოთ.განსაკუთრებული გაგება ესაჭიროებათ მერიებსა და გამგეობებში დასაქმებულ მაღალჩინოსნებს.
baia
04 ოქტომბერი 2017 17:31
არა რა მტრების და ძაღლების გარემოცვაში ვცხოვრობთ, მტრები დავისვით თავზე და ჩავაბარეთ ჩვენი ქვეყანა და ცხოვრება, თქვენ კი დადიხართ 20 და 50 ლარიან მიტინგებზე რათა ლუდი ჩახეთქოთ იმ წუთში, ერთ დღეს იყიდოთ სიგარეტი და მზად ხართ სამომავლოდ კიდევ ბევრი მოაპარინოთ ამ მთავრობას და ამათ ზურგს უკან ამფარებულ მტრებს, ესენი ხო ფეტვის და ბრინჯის ტვინა ხიხოები არიან მთEლი ოპოზიციან-პოზიციანად განაწილებულნი, მაგრამ ჩვენ ქართველები უფრო სწორად დანარჩენი ქართველები ვინც 30 და 40 ლარიან მიტინგებზე დაეთრევით თქვე უნამუსოებო, უთავმოყვარეებო, სად გაქვთ ღირსება, უკვე ისე ,,მოთელილი და დამუშავებულები" ხართ ანუ გახრწნილები რომ ასე გაგიიაფეს უკვე ქვეყნის გაყიდვის ,,სპრავკაც" ხედავთ თქვე უშნოებო??? ეს ხომ აარ გგონიათ მხოლოდ ამ კრიმინალების ბრალია? თქვენი უფრო მეტად, რომ დადიხართ ამ ამერიკა რუსეთის დაფინანსებულ იაფფასიან აქციებზე რა უარესსაც არ გააკეთებენ? ერთ დღეს გაგაგდებენ ძაღლივით საკუთარი ქვეყნიდანაც, რა აფხაზეთიდანაც ეგრე არ გამოგაგდეს? რომ არ კადრულობდით ქართულად ლაპარაკს??? ხო ამოგადინეს ძმრად ასე იქნება ეხლაც, ჯერ უყურებენ სიტუაციას და როცა მაგრად მოგაყუჩებენ და მოვა დრო აქედანაც გაგადებენ და გააქრობენ და გააყალბებენ ისტორიასაც, აბა რისთვის შემოიძურწა ამდენი უცხო ტომელი? აბა რისთვის მიმდინარეობს ქართველების მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ქცევა საკუთარ ქვეყანაში? აბა რისთვის გააჩუმეს და მოისყიდეს პრესა? რისთვის მოსპეს მეცნიერება და რისთვის ებრძვიან განათლებას? როდემდე იქნებით ასეთი მდაბიოები და როდემდე ვერ გამოიფხიზლებთ თქვე ბოგანოებო....
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში დემოკრატიის ხარისხს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში დემოკრატიის ხარისხს?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები