"მთაწმინდაზე დავიბადე და მგონია, რომ თითოეული ძველი სახლი ჩემი ახლობელია"
09-10-2017
"მთაწმინდაზე დავიბადე და მგონია, რომ თითოეული ძველი სახლი ჩემი ახლობელია"
"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ჩვენთან არავის არაფერი ადარდებს და შემთხვევითი ხალხია მოსული, რომლებსაც თბილისი არ უყვართ, ან ფულის კეთების დრო მოვიდა და წალეკა ადამიანური ღირებულებები"

ნანი ბრეგვაძე, მომღერალი:
- თბილისი ულამაზესი ქალაქი იყო და ამ საოცარ ხიბლს დღესაც ინარჩუნებს. ყველა ძველი შენობა მიყვარს, მთაწმინდაზე დავიბადე და მგონია, რომ თითოეული ძველი სახლი ჩემი ახლობელია. სამწუხაროდ, ქალაქი გაფუჭდა, დისკომფორტი გექმნება თითქმის ყველგან, იმდენად წარმოუდგენელი მშენებლობები მიმდინარეობს. პატარა ქალაქში ასეთი მასშტაბური მშენებლობა კატეგორიულად დაუშვებელია,
ცოდოა ხალხი.

ტურისტებმა მხოლოდ ძველი თბილისი კი არა, სხვა ქუჩებიც უნდა ნახონ და მშვიდად გადაადგილდნენ. ერთმა სტუმარმა მითხრა კიდეც, ქალაქის ქუჩებში რომ დავდივარ, მეშინია, თავში აგური არ დამეცესო.
ცოტა ხნის წინ რიგაში ვიყავი. იქ ახალი მშენებლობები მხოლოდ გარეუბნებშია, ძველ სახლებს კი საოცრად უფრთხილდებიან... ისეთი შთაბეჭდილება
ასევე დაგაინტერესებთ
მრჩება, ჩვენთან არავის არაფერი ადარდებს და შემთხვევითი ხალხია მოსული, რომლებსაც თბილისი არ უყვართ, ან ფულის კეთების დრო მოვიდა და წალეკა ადამიანური ღირებულებები.

- მალე არჩევნებია და, ალბათ, გყავთ კიდეც ფავორიტი მერობის კანდიდატი. რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს თბილისის კარგი მერი?

- ქალაქი ძალიან უნდა უყვარდეს, დარდობდეს, ეამაყებოდეს და პატიოსანი ადამიანი უნდა იყოს. ჩემი აზრით, თბილისელი უნდა იყოს, რომ აქ არსებული პრობლემები უფრო გათავისებული ჰქონდეს. ლამაზ დაპირებებს ყველა გასცემს, მაგრამ, ვინ არის რეალურად სუფთა და ჯანსაღი მენტალობის ადამიანი, ეს უნდა გავარჩიოთ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით