როგორ მოვემზადოთ ტექდათვალიერებისათვის
როგორ მოვემზადოთ ტექდათვალიერებისათვის
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყება და ორი წლის განმავლობაში საქართველოში არსებული ავტოპარკი ეტაპობრივად შემოწმდება. ამის შემდეგ­ ტექდათვალიერება ევროპულ სტანდარტზე გადავა­. კერძოდ, 4-წლიანი მანქანა აღარ გაივლის სავალდებულო ტესტირებას, 4-დან 6 წლამდე მანქანა 2 წელიწადში ერთხელ, ხოლო 6 წლის შემდეგ ყველა ავტომობილი წელიწადში ერთხელ შემოწმდება. ტექნიკური ინსპექტირების საფასური 60 ლარი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი ვერ გაივლის სავალდებულო ინსპექტირებას, მძღოლს ერთი თვე მიეცემა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
საქართველოს საავტომობილო
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე:

- აუცილებელია, რომ ავტოპარკი ტექნიკურად გამართული იყოს, მაგრამ საკითხავია, რამდენად ვართ მზად ტექინსპექტირების ჩატარებისთვის. აქამდე უნდა ყოფილიყო გაწერილი თუ რა, და როგორ მოხდება. მძღოლს კითხვა რომ გაუჩნდეს, პასუხს შესაბამის თავსა და მუხლში ვერ ამოიკითხავს, რადგან მსგავსი არაფერი არსებობს. დაიქირავეს უცხოური კომპანია
შGშ, მან კი მხოლოდ კომერციული მხარე შეისწავლა და გაწერა, როგორ უნდა მოეწყოს ტექდათვალიერების ცენტრები, მაგრამ მერე რა ხდება, არ არის ცნობილი. კარზე მოგვდგომია 2018 წელი, მძღოლს კი დრო სჭირდება მოსამზადებლად.

- ხომ ცნობილია ის 7 ჩამონათვალი, რომელთაც ავტომანქანა უნდა აკმაყოფილებდეს?

- ბევრი დეტალი ჩამონათვალში სრუ­ლყოფილად მოცემული არ არის. მაგალითისთვის რომელი პუნქტი განვიხილოთ?

- ვთქვათ მაშუქების გასწორება.

- თუ ევროპულ მანქანაზე ახლო განათების დროს მარჯვენა მხარე უფრო შორს ანათებს, იაპონურზე მარცხენა მხარე უფრო ძლიერია, ფაქტობრივად, შემხვედრს თვალებში ანათებს. ამ მანქანების ფარების დარეგულირება ჩვენი გზების შესაბამისად შეუძლებელია, ჭრილი აქვს ისეთი. უნდა იყიდო ახალი, რაც იმდენივე დაჯდება, რამდენიც მეორადი იაპონური მანქანის შეძენას დასჭირდა. ალბათ, დაარეგულირებენ, რომ მარცხენა განათების სიმძლავრე დასწიონ. შედეგად, იაპონური მანქანის მფლობელებს გაუუარესებენ მხედველობას, სამაგიეროდ, გაატარებენ ტექდათვალიერებას.

ასევე არ არის ცნობილი, რა კრიტერიუმით შემოწმდება საბურავები - მხოლოდ პროტექტორის სიღრმით, რომ 1,6 მმ-ზე დაბალი არ უნდა იყოს? საბურავის ასაკს არა აქვს მნიშვნელობა?

- აქამდე მძღოლები მეორადი საბურავებით იოლად გადიოდნენ, ახლაც შეძლებენ ამას?

- მეორად საბურავებსაც აქვს ხშირად პროტექტორის სიღრმე 1,6 მმ. თუ არა აქვს, არსებობს მოწყობილობა, რომლითაც ხელოვნურად აღრმავებენ ღარებს. ეს მოწყობილობა სპორტული დანიშნულებით შეიქმნა, მაგრამ არასპორტული მიზნითაც კარგად გამოიყენებენ.

- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ტექდათვალიერებისთვის?

- პირველი - უნდა გადავამოწმოთ გამონაბოლქვი, მეორე - სავალი ნაწილი სრულყოფილად უნდა იყოს გამართული. თუ ავტომობილი სწორად ჩერდება დამუხრუჭებისას, გამართულია, თუ დამუხრუჭებისას არამდგრადია, უნდა შევამოწმებინოთ მუხრუჭების ხელოსანს და დავადგინოთ მიზეზები. იმ შემთხვევაში, თუ ხელსაწყოების დაფაზე ანტიბლოკირებადი სისტემის წყობიდან გამოსვლის მაჩვენებელი გვინათებს, ეს მიგვანიშნებს, რომ სისტემა ავარიულ რეჟიმში მუშაობს. ასეთ შემთხვევაში წინა მუხრუჭები მძლავრი იქნება, უკანა - სუსტი. ხელის მუხრუჭის გასინჯვა იოლია. უნდა ამოვწიოთ ხელის მუხრუჭი და ავტომანქანას ვუბიძგოთ, დაიძრას. თუ ავტომობილი მყარად დადგება, ესე იგი, ხელის მუხრუჭი გამართულად მუშაობს.

- რა შეიძლება იყოს უპირველესი დაბრკოლება ტექდათვალიერების ამოქმედებისას?

- რა თქმა უნდა, გამონაბოლქვის ოდენობა, ანუ კატალიზატორების საკითხი. ჩამოყვანილ ავტომობილთა უმრავლესობას კატალიზატორს აჭრიდნენ, ვინაიდან ძვირფას ლითონებს შეიცავს, და ყიდდნენ. კატალიზატორს ძალიან წვრილი ნასვრეტები აქვს, რომელიც გამონაბოლქვს ფილტრავს, და დიდხანს ვერ ძლებს. დროთა განმავლობაში ნასვრეტები იბინდება, დაბინძურებული კატალიზატორით კი ავტომობილი სიმძლავრეს კარგავს, ბევრ საწვავს­ წვავს... კატალიზატორის დაყენება 20-30 ლარი ეღირება, თვითონ კატალიზატორია ძვირი. მე 200 ლარზე ნაკლებად არსად შემხვდა.

- ზოგიერთი ავტომანქანა ისეთ მდგომარეობაშია, შესაძლოა, ახლის შეძენა სჯობდეს.

- ძველი ავტომობილების ძრავები ყველგან იყიდება, შეგვიძლია, შევცვალოთ ან ნაწილები შევაკეთოთ, რაც მაინცდამაინც ძვირი არ ღირს. გამონაბოლქვს მეტწილად გაცვეთილი მჭიდები იწვევს. მათი გამოცვლა მანქანის სხვადასხვა მარკის მფლობელს სხვადასხვა ოდენობის თანხა დაუჯდება. არის 4-6-8-ცილინდრიანი ძრავები, მეტცილინდრიანებს მეტი მჭიდი სჭირდება. ძრავა უნდა დაიშალოს, ახალი მჭიდები გაიჩარხოს და დაყენდეს, რაც დამატებით ხარჯთან არის დაკავშირებული.
ბევრმა, განსაკუთრებით რეგიონებში, ძველი ავტომობილი შეიძინა, სატვირთოდ იყენებენ და დიდი ალბათობით ისინი ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან...

7 მთავარი კრიტერიუმი


ავტომობილების ტექდათვალიერების დროს 7 კრიტერიუმი იმოქმედებს­: 1. მუხრუჭები; 2. საჭის მექანიზმი; 3. სავალი ნაწილი; 4. ხილვადობა; 5. მაშუქები, ანუ ფარები; 6. გამონაბოლქვი; 7. საბურავები.
პირველ ეტაპზე შემოწმდება მაღალი მოცულობის ძრავის ავტომობილები. უკვე ცნობილია, რომ ხანდაზმული მანქანების გამონაბოლქვის დონე 4,5-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ახალი და კატალიზატორიანი მანქანების - 0,5-ს. ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება სტანდარტების საბოლოო ჩამონათვალი, მას შემდეგ, რაც შვეიცარიული კომპანია ჩშჩ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ამ პარამეტრების შემუშავებაზე მუშაობას დაასრულებს.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
15-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
15-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ხვანჭკარა
750 მლ
წითელი ნახევრად ტკბილი
დუგლაძეების ღვინის კომპანია /
2014 წ
41.95
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები