"...ეს რომ არ მჯეროდეს, ვერ გადავიტანდი შვილის სიკვდილს" - მე-20 საუკუნის ულამაზესი ქალბატონის ტკივილიანი ცხოვრება და ბრძოლა სხვისი სიცოცხლისთვის - კვირის პალიტრა

"...ეს რომ არ მჯეროდეს, ვერ გადავიტანდი შვილის სიკვდილს" - მე-20 საუკუნის ულამაზესი ქალბატონის ტკივილიანი ცხოვრება და ბრძოლა სხვისი სიცოცხლისთვის

(ფოტოგალერეა)

დალი თუშიშვილს თბილისში და არამხოლოდ თბილისში კარგად იცნობენ. ის გასული საუკუნის თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი გოგონა იყო, რომელზეც თითქმის ყველა ბიჭი შეყვარებული იყო. მშვენიერმა ქალბატონმა არაერთ ქართულ ფილმში დაუვიწყარი სახე შექმნა. მისი ცხოვრება ტრაგედიებითაც სავსეა, თუმცა მეუღლის, ძმის და შვილის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მის სილამაზეს და შემართებას კვალი ვერ დაატყო. ქალბატონი დალი ონკოლოგია. საკუთარი ცხოვრების შესახებ, დალი თუშიშვილი Ambebi.ge-ს ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"პროფესიით მსახიობი არ ვარ. 12 წლის ასაკში გადამიღეს პირველად ფილმში, ლეო ესაკიამ შემნიშნა კინოსტუდიაში, მამიდაჩემს ჰკითხა ეს გოგონა ვინ არისო და მეორე დღეს გადაღებაზე დამიბარა. ჩამაცვეს ძველი სამოსი, ნაწნავები და ჩიხტიკოპი გამიკეთეს, ასე მოვხვდი ფილმში "აბესალომ და ეთერი", სადაც მურმანის დას ვთამაშობდი. ეპიზოდურ როლებში ვარ გადაღებული, გიორგი შენგელაიას "მაცი ხვიტიაში" და რეზო ჩხეიძის "ღიმილის ბიჭებში". სკოლის დამთავრების დროს, სკოლაში მოვიდა ნანა ჭოღოშვილი, გერმანია და საქართველო ერთობლივ ფილმს იღებდნენ, გოიკო მატიჩთან ერთად და ამ ფილმში უნდა მეთამაშა, მაგრამ მამამ გერმანიაში არ გამიშვა. ისე მოვეწონე რეჟისორს, ფილმში მაინც ჩასვეს საქართველოში გადაღებული კადრები, სადაც მე ვთამაშობ. მთავარი როლები ვითამაშე, ფილმებში "დაისი" და "ცეცხლთან თამაში...

...

- უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ ჩემმა მეუღლემ მათგან განსხვავებით ჩემს მშობლებთან დაამყარა ახლო ურთიერთობა... 36 წელი ვიცხოვრეთ ერთად, სანამ სიკვდილმა არ დაგვაშორა. ახლაც ვერ ვხვდები რა მოხდა, ეს იყო დაუშრეტელი ენერგიის მქონე ადამიანი, სულ მეგობრებში დადიოდა, ცხოვრების სტიმულს აძლევდა ყველას, საკუთარი საქმის უზადო პროფესიონალი იყო, ის ცნობილი ქირურგი, პროფესორი და ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელი გახლდათ. ახლაც ვერ ვხვდები რა მოხდა... კვირა დღე იყო, იმ დღეს, გამაღვიძა, მითხრა, წამოდი გავისეირნოთო, ჯერ ვიშოპინგეთ, მერე მცხეთაში ვისადილეთ. მომავლის გეგმებს აწყობდა, სიყვარულს მიხსნიდა, მეუბნებოდა მართალია 36 წელი გავიდა, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს, ისევ ის დღეა, როდესაც 18 წლის გოგონა გაგიცანიო.

ჩემს ვაჟს ახალი შექმნილი ჰქონდა ოჯახი და საღამოს მასთან ავედით, სტუმრები გვყავდა, დავსხედით მაგიდასთან, ხელი მომკიდა ჩემმა მეუღლემ და ზუსტად 2 წუთში აღარ იყო. ცხოვრებამ ბევრი ტრაგედია მარგუნა... წლების წინ შვილიც დამეღუპა..." (იხილეთ სრულად)

იხილეთ ფიტოგალერეა

თამარ ბოჭორიშვილი