"საქართველოს აპატიე... ვერ მოგიარეთ... მიგატოვეთ!" - კვირის პალიტრა

"საქართველოს აპატიე... ვერ მოგიარეთ... მიგატოვეთ!"

ქართველი კინოვარსკვლავის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ საზოგადოება შეძრა. მსახიობი ლევან უჩანეიშვილი ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომელიც ია ფარულავამ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე განათავსა.

"ჩემო ლიკა, მაპატიე... ყველას აპატიე... საქართველოს აპატიე... ვერ მოგიარეთ, მარტო დაგტოვეთ, მიგატოვეთ! გვაპატიე, რომ დაგივიწყეთ, ხელში არ აგიყვანეთ, შენს საოცნებო სამყაროში არ წაგიყვანეთ! შენი შეხების ღირსი არ ვყოფილვარ, არავინ არ ყოფილა! შენი სილამაზის ღირსი საქართველოც კი არ ყოფილა! ტრაგიკული ფილმივით ყოფილა!

გვაპატიე!

რომ შენს ნატვრის ხეზე

გამობმული ოცნება,

სამწუხაროდ,

არ ასრულდა...

გვაპატიე,

რომ შენი ცხოვრებაც

შეწყვეტილი ფილმივით

დასრულდა...

გვაპატიე!

ჩემი ბრალიც არის!

ყველას ბრალი არის!

საქართველოს ბრალი არის!

გვაპატიე!

რომ მე, ყველას,

საქართველოს

გვითხარი უარი,

დაგვიტოვე დარდი...

სევდა, ცრემლი,

სიცივე და ქარი...

ყველასთვის ჩარაზულა კარი...

ჩემო ლიკა, მაპატიე,

ყველას აპატიე,

საქართველოს აპატიე...", - წერს ლევან უჩანეიშვილი. (წყარო)