ვინ არის ლიკა ქავჟარაძის შვილი, რომელიც ამერიკაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს
ვინ არის ლიკა ქავჟარაძის შვილი, რომელიც ამერიკაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გუშინ მისსავე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ლიკა ქავჟარაძე ცნობილი და გამორჩეული სილამაზის მქონე, ქართველი კინოვარსკვლავი გახლდათ.

პირველად ფილმში 12 წლის ასაკში გადაღეს. თუმცა განსაკურებული აღიარება ფილმმა "ნატვრის ხემ" მოუტანა. ლიკა ქავჟარაძე პროფესიით მუსიკოსი იყო, მას დამთავრებული აქვს კონსერვატორია.

მსახიობი პრესასთან წლების მანძილზე არ ურთიერთობდა. მან მხოლოდ ბოლოს გადაწყვიტა საზოგადოების წინაშე გამოჩენა. 27 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავის გახსნა იგეგმებოდა, სადაც მისი შვილისა და შვილისშვილის ჩამოყვანაც იყო დაგეგმილი. ემზადებოდა გამოფენისთვისაც, მაგრამ...

"თავის
დროზე მე ვერ მივატოვე დედაჩემი და ჩემი შვილი, ახლა კი მე დავრჩი მარტო", - აცხადებდა ლიკა ქავჟარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლიკა ქავჟარაძე ორჯერ იყო დაქორწინებული, მისი პირველი მეუღლე სანდრო თაქთაქიშვილი გახლდათ. სწორედ მასთან ქორწინებიდან ჰყავს მსახიობს ვაჟი, ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც მამასთან და ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს.
ლიკა ქავჟარაძე შვილიშვილთან ერთად
სანდრო თაქთაქიშვილი პროფესიით ფიზიკოსია და ამერიკის კოსმოსის სააგენტოში მუშაობს.

რაც შეეხება ვაჟს, ლევან თაქთაქიშვილს, ის ამერიკაში იურისტად მუშაობს. გაგრძელება

იხილეთ ასევე: „თავის დროზე ვერ შევძელი, დედა და შვილი მიმეტოვებინა. ახლა სადღა წავალ...” - ლიკა ქავჟარაძის უკანასკნელი ინტერვიუ

ნანი
13 ოქტომბერი 2017 00:46
ალბათ ყველას დაებადება კითხვა:ასე რატო უჭირდა ეკონომიურად,თუ შვილი ამერიკაში ცხოვრობდა?
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში დემოკრატიის ხარისხს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში დემოკრატიის ხარისხს?
თვის კითხვადი სტატიები