"ლიკა არასდროს ამბობდა, რომ ცუდად იყო, თუმცა ვიცოდით, რომ მაინცდამაინც კარგად არ იყო" - კვირის პალიტრა

"ლიკა არასდროს ამბობდა, რომ ცუდად იყო, თუმცა ვიცოდით, რომ მაინცდამაინც კარგად არ იყო"

"ლიკა იყო არაჩვეულებრივი, მასზე მხოლოდ კარგი შეიძლება ითქვას, ამ ბავშვმა ყველას გაგვიხეთქა გული", - ამის შესახებ ჟურნალისტებს მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე ყოფნისას განუცხადა.

მისი თქმით, ლიკა ქავჟარაძე არასდროს ამბობდა, რომ იყო ცუდად, თუმცა მის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახლობლებს ინფორმაცია ჰქონდათ. "ლიკა იყო არაჩვეულებრივი. მასზე მხოლოდ კარგი შეიძლება ითქვას. ამ ბავშვმა ყველას გაგვიხეთქა გული. ის არასდროს ამბობდა, რომ ცუდად იყო, თუმცა ჩვენ ვიცოდით, რომ ის მაინცდამაინც კარგად არ იყო. საშინელებაა, რაც ახლა მოხდა", - აღნიშნა ნანი ბრეგვაძემ.

ლიკა ქავჟარაძის მეჯვარის, ხათუნა ოჩიაურის განცხადებით, მიუხედავად მძიმე წუთებისა, მას ლიკასთან ერთად გატარებული საუკეთესო პერიოდი ახსენდება. მისივე თქმით, მსახიობი, მიუხედავად მისი წარმატებისა და აღიარებისა, ყოველთვის იყო მორცხვი და თავმდაბალი ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარდა მეგობრები.

"ძნელია, მაგრამ ახლა მხოლოდ ის დრო მახსენდება, როდესაც უდარდელად ვცხოვრობდით. ლიკა იყო ძალიან მორცხვი, თავმდაბალი. ის არ გრძნობდა თავის სილამაზეს. ის იყო არაჩვეულებრივი მეგობარი", - აღნიშნათ ხათუნა ოჩიაურმა.

სამოქალაქო პანაშვიდი ხვალაც გაიმართება. მსახიობს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ.

58 წლის ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება. მსახიობის ახლობლები გარდაცვალების მიზეზად გულის პრობლემას ასახელებენ. ექსპერტიზის პასუხი კი 45 დღეში გახდება ცნობილი.

იხილეთ ასევე: "დეკემბერში გვქონდა დაგეგმილი ლიკას ვარსკვლავის გახსნა.... სამწუხაროდ, მიცვალებულის სახელობის ვარსკვლავი არ იხსნება"

"ინტერპრესნიუსი"