"24 წელი გელოდე, მამა..." - რას წერს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას შვილი? - კვირის პალიტრა

"24 წელი გელოდე, მამა..." - რას წერს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას შვილი?

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის ვინაობა, მათ შორის არის სოხუმის ყოფილი მერი გურამ გაბესკირია. (იხილეთ: გურამ გაბესკირია, მამია ალასანია და კიდევ 23 ადამიანი გადმოასვენეს აფხაზეთიდან)

მამის ცხედრის გადმოსვენებას სოციალურ ქსელში ვლადიმერ გაბესკირია ეხმაურება.

"11 წლის ვიყავი, ბოლოს რომ გნახე. - შენ იცი, ბოხოო, მითხარი, - თუ რამე შენ ხარ კაციო, გახსოვდესო... 24 წელი გელოდე, მამა... პატარა ბიჭი ვიყავი და ჩვენი ერთოთახიანის კარზე, ყველა დაკაკუნება შენი მეგონა, ტელეფონის ყველა ზარი-შენი მეგონა! გელოდებოდი, გელოდებოდით ყველანი - მაშინ სამნი, ახლა კი შვილიშვილები და შვილთაშვილიც... ვიცოდი რომ დაბრუნდებოდი ოდესმე... ვიცოდი, რომ მამაჩემი გამარჯვებული დაბრუნდებოდა იმ ომიდან ქართველ კაცებს რომ არ წაუგიათ!!! არასოდეს დავიჩოქებო, მამა ასე თქვი არა მხოლოდ მტრის გასაგონად, ჩვენს გასაგონადაც თქვი ეს! არც ჩვენ არ დავიჩოქებთ არასოდეს: ქართული მიწიდან ქართულ მიწას მიგაბარებთ! ყველა გემშვიდობება, როგორც გმირს, მე კი ახლა დავობლდი თითქოს..." - წერს ვლადიმერ გაბესკირია "ფეისბუკში". (წყარო)

იხილეთ ასევე: უბრძანეს: დაიჩოქეო! - სოხუმის მერმა უპასუხა: "Никогда в жизни!"

იხილეთ ფოტოგალერეა: გმირების დაბრუნება