"მარიტას" ჭირისუფლები - "გედია" და "შეთე" - კვირის პალიტრა

"მარიტას" ჭირისუფლები - "გედია" და "შეთე"

ვაკის სამების ტაძარში, ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდზე ზაზა კოლელიშვილი და სოსო ჯაჭვლიანი ერთად მივიდნენ. ეს ორი ადამიანი უწევდა პარტნიორობას ქავჟარაძეს ფილმში "ნატვრის ხე". სწორედ "მარიტას" როლით დაამახსოვრა ლიკა ქავჟარაძემ ყველაზე მეტად ხალხს თავი.

ჯაჭვლიანმა kvirispalitra.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა კიდეც, რომ იმ დროს ლიკა ერთ-ერთ ულამაზეს გოგოდ ითვლებოდა და მის მიმართ გულგრილი არ იყო.

"შემიყვარდა ან როგორ შეიძლებოდა ასეთი ლამაზი გოგო არ შეგყვარებოდა?! თუმცა მე მოვიქეცი ისე, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეეფერებოდა. ლიკას უკვე საქმრო ჰყავდა და მე საკუთარ თავზე წარმოვიდგინე, ჩემი საცოლისთვის სხვას რომ დაეწყო "ჩალიჩი", როგორი იქნებოდა. ლიკას საქმროს - სანდრო თაქთაქიშვილს ვიცნობდით. ისინი დაქორწინდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მალევე გაშორდნენ. მათ საერთო შვილი დარჩათ" - აღნიშნა ჯაჭვლიანმა. გაგრძელება