"ქართველების დნმ-თან ყველაზე ახლოს და თითქმის იდენტური აფხაზების დნმ-ია" - როგორია ქართველების დნმ-ის კვლევის შედეგები?
"ქართველების დნმ-თან ყველაზე ახლოს და თითქმის იდენტური აფხაზების დნმ-ია" - როგორია ქართველების დნმ-ის კვლევის შედეგები?
ადამიანი კვდება და სიცოცხლეს ამთავრებს ყველა ხილული ორგანო, მაგრამ ათასწლეულების მანძილზე სიცოცხლეს აგრძელებს ყველაზე უხილავი და ალბათ ყველაზე მთავარი - დნმ, გენეტიკური კოდი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და პირველი წინაპრის გენეტიკას მარადიულობაში აგრძელებს. ვინ ვართ, ვისი მემკვიდრეები, საიდან მოვდივართ, სწორედ დნმ-ის­ გამოკვლევა ხდის საცნაურს.

კატალონიაში მოღვაწე ენათმეცნიერი კახი სახლთუხუცესი ერთ-ერთი პირველი დაინტერესდა ჯერ საკუთარი დნმ-ის და მერე საკუთარი ერის გამოკვლევით და დნმ-ის კვლევის ამერიკულ ლაბორატორიას დაუკავშირდა. შემდეგ პროექტში ასევე უცხოეთში
მოღვაწე ორი ქართველი ჩაერთო. ასე შეიქმნა ქართულ-ამერიკული კვლევები, რომელმაც ქართველი ერის წარმომავლობა და გენეტიკა მამაკაცის დნმ-ის მიხედვით შეისწავლა... გამოკვლევები იმდენად სულისშემძვრელია, დარწმუნებული ვართ, ბევრს დააინტერესებს.

- საკუთარი დნმ-ის გამოკვლევა 2005 წელს გადავწყვიტე. მაშინ ჰოლანდიაში ვსწავლობდი. ტელევიზორთან რაღაც გადა­ცემამ შემაჩერა - დნმ-ის შემსწავლელი ამერიკული ლაბორატორიის მეცნიერები
უძველესი ხალხების გენეტიკაზე საუბრობდნენ და მათ მემკვიდრეებს ეძებდნენ. ამ ხალხს დავუკავშირდი და საკუთარი დნმ-ის გამოკვლევა ვთხოვე
. 6 კვირაში პასუხი მომწერეს, რაც იმდენად გამაოგნებელი აღმოჩნდა, არ დავიჯერე და ახლა სხვა ლაბორატორიას მივმართე. იგივე პასუხი რომ მომწერეს, ურწმუნობის საფუძველიც აღარ მქონდა. ასე შევეგუე იმას, რომ მე, ქართველი კაცი, ქართველი წინაპრების მემკვიდრე, სავარაუდოდ ფრიგიელების შთამომავალი ვყოფილვარ მამისეული ხაზით. ჩემი ჰაპლოჯგუფი აღმოჩნდა ანატოლიურ სამარხში ნაპოვნი ნაშთის დნმ იდენტური აღმოჩნდა!

- ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ფრიგიელები იყვნენ იგივე მუშქები (მესხები). მუშქებმა ძვ.წ. 800 წლისთვის­ გადმო­ინაცვლეს საქართველოში ანატოლიიდან და ერთ-ერთი პირველი ქართული პოლიტიკური გაერთიანებაც დააარსეს.
- ფრიგიელებმა და სხვა ბალკანური წარმოშობის ხალხებმა რომლებმაც მუშქებთან ერთად ან მანამდეც მოაღწიეს ამიერკავკასიამდე, მომავალი ქართული ეთნოსის ჩამოყალიბებაში მიიღეს მონაწილეობა და მისი ორგანული გახდნენ.ფრიგიელების მამისეული ხაზის გენეტიკური მემკვიდრეები საქართველოში დღეს დაახლოებით 5%-ია. შემიძლია მათი გვარებიც დავასახელო - ციციშვილები, არაბულები, ვაჩნაძეები, ჯაბუშანურები, გვათუები, გუჯეჯიანები, ჟორდანიები და ა.შ.

- გამაოგნებელი სიახლეების წინაშე დავუყენებივართ გენეტიკურ კვლევებს.
- დიახ. საკუთარი დნმ-ის კვლევის შემ­დეგ ამერიკულ ლაბორატორიას კავკასიური დნმ-ის კვლევებში თანამშრომლობა­ ვთხოვეთ. კავკასიის კვლევებმა ჩვენი გენეტიკისთვისაც დიდად საინტერესო მასალა წარმოაჩინა. მაგალითისთვის ვიტყვი: მთელ კავკასიაში ქართველების დნმ-თან ყველაზე ახლოს და თითქმის იდენტური აფხაზების დნმ-ია, რაც უნდა იძახონ, სხვები ვართო. 2011 წლიდან ქართველთა დნმ-ის კვლევა აქტიურად დავიწყეთ. პასუხებს, რასაკვირველია, სხვადასხვა ხალხის დნმ-თანაც ვადარებდით, მაგრამ უპირველესად საქართველოს უძველეს ნაშთებში მოპოვებულ დნმ-თან - ჭიათურაში, კოტიას მღვიმეში და თერჯოლაში, საწურბლიას მღვიმეში, დაახლოებით 13 000 წლის წინანდელი ადამიანების ნაშთებია მოპოვებული, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება და სწორედ მათი დნმ-ის შედარება იყო ყველაზე საინტერესო.

- ამ ხალხიდან 150 საუკუნე მაინც გვაშორებს. მათი დნმ ცოცხალი იყო?
- დიახ. უფრო საკვირველი კი კვლევ­ებმა დაადასტურა: მართალია, საწურბ­ლიას მღვიმის ნაშთის ჰაპლოჯგუფი ამჟამად კავკასიაში აღარ დასტურდება, მაგრამ დღეს ქართველობის საკმაო ნაწილს ზუსტად ის დნმ აქვს მამაკაცის ხაზით, რომელიც 10 000 წლის წინ კოტიას გამოქვაბულში მცხოვრებ ადამიანს ჰქონდა. აქაც შემიძლია გვარები დავასახელო: ახვლედიანები, მხეიძეები, ანდრიაძეები თუ ნაკაიძეები კოტიას გამოქვაბულის მკვიდრის დნმ-ის შეუცვლელად აგრძელებენ! ანუ, ამ დროს ჩვენს ტერიტორიაზე შემოსული ეს ხალხი აქვე უწყვეტად დარჩა და დღემდე აქ არის.

- სასიამოვნოა იმის გაგება, რომ ჩვენი გენეტიკური კოდი 150 საუკუნის მანძილზე არ შეცვლილა.
- თუმცა, ერთიანი ეთნოსის ჩამოყალიბებაში მათთან ერთად, რათქმა უნდა, კიდევ რამდენიმე, სხვადასხვა მხრიდან შემოსულმა ხალხმაც მიიღო მონაწილეობა.
ჩვენი კვლევებით, ქართველების ჩამოყალიბებაში ძირითადად დაახლოებით ცხრა ჰაპლოჯუფი მონაწილეობს, რომლებიც ჩვენს ეთნოგენეზში ხურიტების, ელინების, სკვითების თუ შუამდინარეთის ხალხების მონაწილეობაზე მიუთითებს.
საინტერესოა აღინიშნოს რომ ქართული ეთნოსის საბოლოოდ ჩამოყალიბების შემდეგ, (დაახლოებით 2000-1500 წლის წინ), ქართველების გენეტიკურმა მახასიათებლებმა მინიმალური ცვლილება განიცადეს.

- საქართველოში ათასი ჯურის მტერი საუკუნეების მანძილზე ბატონობდა. ნუთუ ქართველთა დნმ-ში არ არის მონღოლური, სპარსული, არაბული ან თუნდაც ყივჩაღური სისხლი?
- ჩვენ საკმაოდ ბევრი ადამიანის დნმ გამოვიკვლიეთ საქართველოს სხვადასხვა­ კუთხიდან. დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ ყივჩაღის, სპარსელის თუ მონღოლის მამისეული ხაზის დნმ პრაქტიკულად არ მოიძიება! შედარებისთვის, ჩვენი მეზობელი, სულ "ორი ფეხის ნაბიჯზე" მცხოვრები აზერბაიჯანელების დნმ-ში ნათლად ჩანს მონღოლების და სპარსელების დნმ-ს კვალი, სომხებში - აისორებისა და შუამდინარეთის სემიტური ხალხებისა.
- ამასთან დაკავშირებით გერმანელი რასოლოგის და ანთროპოლოგის იოჰან-ფრიდრიხ ბლუმენბახის გახსენებაც შეიძლება. ის წერდა: "საქართველოში მსოფლიოს მასშტაბით­ ყველაზე ლამაზი ქალები და პატრიოტი კაცები ცხოვრობენ. ხშირად მეკითხებიან, რამ გამოიწვია მათი სახის ნაკვთების­ ასეთი სილამაზე. პასუხი ცხადია, - რასაც მე ვხედავდი და გავარ­კვიე, ქართველი მამაკაცები ერიდებიან უცხოტომელებთან შეუღლებას; ქართველი ქალები კი იშვიათად მიჰყვებიან უცხოელებს, არა მარტო ჯიშის შესანარჩუნებლად, არამედ მათ მოსწონთ ერთმანეთი". არადა, მიიჩნევა, რომ ჯიშთა აღრევით ლამაზი თაობა იბადება.
- გააჩნია, რა შემთხვევაში. ზოგჯერ შერევა ანგრევს, თუმცა ყოველთვის ასე როდია...

- ერთი რამ მინდა გკითხოთ, ბევრჯერ იყო დავა ბაგრატიონების გენეტიკაზე. დავით სოსლანი ოვსთა უფლისწული იყო. ჩვენი მეზობელი სომხების თქმით კი, ბაგრატუნი სომხური გვარია....
- ბაგრატიონების დნმ-თან დაკავშირებით საოცარ მოვლენასთან გვაქვს საქმე - მათ უიშვიათესი ჰაპლოჯგუფი აქვთ და მათი მონათესავე დღესდღეობით უკვე მილიონობით ტესტირებულ პიროვნებათა შორის არ მოიპოვება. მათ "უახლოეს" გენეტიკურ ნათესავებთან (ჩეხი, ინდოელი, ინგლისელი) დაახლოებით 5000 წელი აშორებთ.

- საკუთარი დნმ-ის კვლევა სად შეიძლ­ება? ამ წერილის შემდეგ აუცილებლად დაინტერესდება მკითხველი.
- სამწუხაროდ, საქართველ­ოში კერძო პირებისთვის არ არის დნმ-ს გამოკვლევის შესაძლებლობა ამ ეტაპზე . შეგიძლიათ ჩვენი პროექტის ნახვა, სადაც ყველაფერია განმარტებული. მსო­ფლიოში კი საკუთარ გენეტიკური ფესვების ძიება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამასთან დაკავშირებითაც მაქვს საინტერესო ამბები: ჩვენ შეგვეხმიანა ინგლისელი კაცი, რომელსაც ჯორჯაძეების გენეტიკა აღმოაჩნდა და გაოგნებულმა გვკითხა, - ვინ არიან ესენიო. ყველაფერ კარგს რომ ვეტყოდი, ცხადია. ასევე საინტერესო იყო პორტუგალიელი "ბაგრატიონის" შეხმიანებაც - ამ კაცს იშვიათი სიახლოვე აქვს ბაგრატიონების გენეტიკასთან. გვკითხა, - გამაგებინეთ, ეს ხალხი ვინ იყოო. რომ ავუხსენით, გაოცებული დარჩა. თავად კი მხოლოდ ის იცოდა, რომ რომელიღაც მისი წინაპარი ბიზანტიიდან პორტუგალიაში გაჰქცევია რაღაც საფრთხეს. ბიზანტიაში ბაგრატიონების ყოფნა კი რა გასაკვირია...

ელგუგია
19 თებერვალი 2019 11:51
ქართველები ბასკებთან ერთად,ვართ ძველი სამყაროს ცოცხლად გადარჩენილი ერი...დანარჩენი ძველი სამყაროს მონათესავე ერები პელაზგები,ხათები,ეტრუსკები განადგურდნენ მომთაბარე ინდოევროპელების და თურქების მიერ დაახლოებით 3500-2000 წლის წინ....ყველაზე ბოლოს დაახლოებით 2000 წლის წინათ დასრულდა რომში ეტრუსკების ლათინიზაცია ისე რომ მათი ენაც დაიკარგა სამუდამოდ....
Nino
19 თებერვალი 2019 01:15
ძალზე ბევრი უზუსტობაა. ამ საკითხში ნამდვილად ვერკვევი, მერწმუნეთ.
უმ-ს
18 თებერვალი 2019 23:23
იაკობ ცურტაველი 1500 წლის წინ ცხოვრობდა :) თუ 2000 წლის წინ ჩამოვყალიბდით, ე.ი მის დროს 500 წლის ჩამოყალიბებულები ვყოფილვართ უკვე:)))

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?