"მოსახლეობამ მოსავლის აღება ვერ მოასწრო, ამაღამ მინუს 6 გრადუსია მოსალოდნელი, რაც ხილს გაყინავს" - კვირის პალიტრა

"მოსახლეობამ მოსავლის აღება ვერ მოასწრო, ამაღამ მინუს 6 გრადუსია მოსალოდნელი, რაც ხილს გაყინავს"

მესტიის მუნიციპალიტეტში მოსულმა თოვლმა 10 სმ-ის გადააჭარბა. როგორც გამგებლის მოადგილემ ნელი ნავერიანმა განაცხადა, ადგილობრივებმა მოსავლის აღება და ხილის დაკრეფა ვერ მოასწრეს.

"სამწუხაროდ, მოსახლეობამ მოსავლის აღება ვერ მოასწრო. ამაღამ მინუს 6 გრადუსია მოსალოდნელი, რაც, სავარაუდოდ, ხილს გაყინავს და ალბათ, იქნება ზარალი“, - განაცხადა ნელი ნაევრიანმა.

მისივე თქმით, ნალექს გზებზე პრობლემა ჯერ არ შეუქმნია, თუმცა ინტენსიურად მუშაობს სპეციალური ტექნიკა.

"ინტერპრესნიუსი"