"მე დავმალე ქართველები და მე მესროლეთო" - კვირის პალიტრა

"მე დავმალე ქართველები და მე მესროლეთო"

საქართველო აფხაზეთიდან 24 წლის შემდეგ დაბრუნებულ გმირებს გლოვობს.

აფხაზმა მეომარმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გვიამბო, რომ სოხუმში მძიმედ დაჭრილი ქართველი ბიჭი იპოვა.

- თუ არ ვცდები, ნონიკაშვილი იყო. ზურგით წავიყვანე სოხუმის საავადმყოფოში. დენი არ იყო და აფხაზმა ექიმებმა ლამპის შუქზე გაუკეთეს ოპერაცია. ის ბიჭი გადარჩა და როგორც ვიცი, წითელმა ჯვარმა" წაიყვანა თბილისში... ბევრი დრამატული ამბავი მომისმენია, მათ შორის ისიც, რომ ჩემი ნათესავები ქართველების ოჯახს თვე-ნახევარი მალავდნენ, მერე კი ფსოუმდე მიიყვანეს. ეს ამბავი აფხაზ მეომრებსაც გაუგიათ და მათთან სახლში მისულან... უარყოფას აზრი არ აქვსო, უთქვამს ოჯახის უფროსს, ჩემი ინიციატივა იყო, მე დავმალე და მე მესროლეთო... არ ესროლეს...

ასეთი თავგანწირვის მიუხედავად, ომი მაინც იყო... ალბათ, ორივე მხარე დამნაშავე ვართ... (იხილეთ სრულად)