"არ ყოფნის ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ კომაროვის განათლება" - ვის არ შეუშვებდა პარლამენტში თემურ ჭყონია? - კვირის პალიტრა

"არ ყოფნის ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ კომაროვის განათლება" - ვის არ შეუშვებდა პარლამენტში თემურ ჭყონია?

გაზეთ "ბანკებსა და ფინანსებს" ცნობილმა ბიზნესმენმა თემურ ჭყონია ვრცელი ინტერვიუ მისცა. "კოკა კოლა", "მაკდონალდსი", "კასტელი" და კიდევ მრავალი სხვა ბიზნესი, რომელიც მან სხვადასხვა დროს შექმნა და განავითარა თან ისე, რომ მუდმივად ოსტატურად ახერხებდა არსებითად გამიჯვნოდა პოლიტიკურ თამაშებს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

კალაძე, როგორც ბრენდი

- მერობის თითოეულ კანდიდატს აქვს საკუთარი ბექგრაუნდი, ყველა განათლებულია, სიმპათიური, თუმცა ძირითადად, ერთმანეთის მსგავსი პროგრამებით და სლოგანებით გამოდიან. შესაბამისად, უნდა ვნახოთ, ვინ უკეთესი შემსრულებელია, ვის მეტი გამოცდილება და უნარები აქვს. მე ნამდვილად ვერ დავახასიათებ ყველას, მაგრამ

ერთმანეთს რომ შევადარე, მონაცემების მიხედვით, ვფიქრობ, საუკეთესო კანდიდატი მაინც კახა კალაძეა. შესაბამისად, მასზე გავამახვილებ ყურადღებას.

ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ხშირად ვკითხულობ ფეხბურთელების ისტორიებს, შესაბამისად, კარგად ვიცი თუ რა შრომაა საჭირო იმისათვის, რომ გახდე მაღალი დონის ფეხბურთელი. ვფიქრობ, კახა კალაძე რაც დაიბადა, მას შემდეგ სულ შრომობს. მან საკმაოდ ბევრი იშრომა, რომ მოხვედრილიყო "სამტრედიაში", შემდეგ ადგილი დაიმკვიდრა თბილისის "დინამოში", სადაც იმხანად საკმაოდ კარგი თაობის ფეხბურთელები იყვნენ, გადაინაცვლა უძლიერეს კლუბ კიევის "დინამოში" და მოხვდა ლობანოვსკისთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მწვრთნელის სახელით იყო ცნობილი და მის ძირითად გუნდში მოხვედრა ურთულეს რამეს წარმოადგენდა. და ბოლოს, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი "მილანი" - ანჩელოტი, ბერლუსკონი… მას მილიონობით გულშემატკივრის ბედი ებარა და მათი მიზნები უნდა გაემართლებინა. იქაც საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობდა, ორჯერ გახდა კიდეც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და მრავალი იტალიური ტიტულიც მოიპოვა.

კალაძემ საკმაოდ წარმატებული სპორტული და ცხოვრებისეული კარიერა გაიკეთა და თუ იგი კონცენტრაციას მოახდენს როგორც თბილისზე მზრუნველი მეურნე მერი, მაშინ მას ნამდვილად ექნება წარმატება ქალაქის განვითარებაში და პოლიტიკაშიც. კალაძეს როგორი იმპროვიზაციაც ჰქონდა ფეხბურთში, ხანდახან მწვრთნელებსაც არ უჯერებდა და თავისას აკეთებდა, ასევე უნდა იყოს პოლიტიკაშიც. ის უნდა იყოს თვისუფალი მოთამაშე მოედანზე.

მხოლოდ კომაროვის განათლება საკმარისი არ არის

- თქვენ მუდმივად საუბრობთ, რომ პოლიტიკაში ახალი თოაბის გამოჩენაა საჭირო, რომალიც საბჭოთა მენტალიტეტს დაანგრევს და ახალ ენერგიას მოუტანს ქვეყანას. ჩანს თუ არა ძვრები ამ მიმრთულებით და გამოჩნდნენ თუ არა ევროპული ტიპის პოლიტიკოსები?

- მე რასაც ვაკვირდები, ძირითადად, სწორად მოაზროვნე ახალგაზრდები არასამთავრობო ორგანიზაციებში არიან და პოლიტიკაში ნაკლებად ჩანან, რაც ძალიან ცუდია. თაობათა ცვლა არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე უნდა გარდაიცვალოს და მის ნაცვლად სხვა უფრო ახალგაზრდა უნდა მოვიდესს ჩემი ნება რომ იყოს, კომუნისტური პარტიის ყოფილ წევრებს პარლამენტში აღარასდროს შევუშვებდი.

ძველი თაობის პოლიტიკოსებმა ასპარეზი უნდა დაუთმონ ახალგაზრდებს. თაობათა ცვლა უნდა მოხდეს არა სიკვდილით, არამედ მენტალიტეტით.

მე კარგად ვხედავ, რომ ბევრ წარმატებულ ახალგაზრდას სულაც არ უნდა პოლიტიკაში მოსვლა. მათ აქვთ საკმაოდ კარგი შემოსავალი, უცხოეთშიც დადიან, კარგადაც ერთობიან. ამით კმაყოფილდებიან, მაგრამ, მსგავსი მიდგომა პირველ რიგში ქვეყნისთვის არის ცუდი.

თუ ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა გვინდა პოლიტიკაში უნდა მოვიდეს ის თაობა, რომელსაც ამის გაკეთება რეალურად შეუძლია. ეს არის თაობა, რომელმაც განათლება მიიღო ევროპაში, ევროკავშირში შესვლა რომ გვინდა - ევროპაში უნდა შევიდეთ ევროპული განათლებით. არ ყოფნის ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ კომაროვის განათლება, ახლა ჩვენ გაცილებით უფრო მეტი გვინდა... გაგრძელება