ტრაგედია ფოთში - მე-4 სართულიდან გადმოვარდნილი 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ტრაგედია ფოთში - მე-4 სართულიდან გადმოვარდნილი 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა

ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა. დაშავებული ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, თუმცა ჩვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი ნიორაძის თქმით, ბავშვს სიმაღლიდან ვარდნის გამო სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.

"ჩვილს შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა. სამედიცინო ცენტრში შემოყვანისთანავე მას სასიცოცხლო პარამეტრები არ აღენიშნებოდა და შედეგი ლეტალურია", - აღნიშნა გიორგი ნიორაძემ.

საავადმყოფოსთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"