"მშვიდობით, პირდაუბანელო რუსეთო!" - საკადრისი პასუხი ნოდარ დუმბაძისგან - კვირის პალიტრა

"მშვიდობით, პირდაუბანელო რუსეთო!" - საკადრისი პასუხი ნოდარ დუმბაძისგან

ერთხელ მოსკოვში, საკავშირო მწერალთა ყრილობის შემდეგ ბანკეტი გაიმართა.

ცხადია, ქართული დელეგაციაც იყო. ცოტა ხნის შემდეგ ნოდარ დუმბაძე წამოდგა და დარბაზიდან გასვლა დააპირა. მიმავალს პოეტმა ევგენი ევტუშენკომ მიხაილ ლერმონტოვის სტრიქონები მიაძახა: - "Бежали робкие грузины!" ("გარბიან მფრთხალი ქართველები!") ნოდარ დუმბაძემ სიტყვა არ დაუგვიანა და ლერმონტოვისვე სტრიქონები შეაგება: - "Прощай, немытая Россия!" ("მშვიდობით, პირდაუბანელო რუსეთო!"). (იხილეთ სრულად)