დიმიტრი ლორთქიფანიძეს გულის შეტევის გამო სასწრაფო დახმარება დასჭირდა - კვირის პალიტრა

დიმიტრი ლორთქიფანიძეს გულის შეტევის გამო სასწრაფო დახმარება დასჭირდა

ბლოკ "დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" წევრ დიმიტრი ლორთქიფანიძეს სტენოკარდიული შეტევის გამო სასწრაფო დახმარება დასჭირდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ლორთქიფანიძე საავადმყოფოში გადაყვანისას გონზე იყო. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის "ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანა.

"წინასწარი მონაცემებით, სტენოკარდიული შეტევით გადავიყვანეთ "ნიუ ჰოსპიტალში" - ეს არის გულთან დაკავშირებული პრობლემა. ის კონტაქტურია, სხვა ინფორმაციისთვის, მიმართეთ კლინიკას", - განაცხადეს სასწრაფო დახმარების ცენტრში.

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე უკვე სახლში იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი'