"ეს არის ჩემი პროტესტი საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მიმართ" - ონელი ბიჭის პლასტელინის ჯადოსნური სამყარო
23-10-2017
"ეს არის ჩემი პროტესტი საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მიმართ" - ონელი ბიჭის პლასტელინის ჯადოსნური სამყარო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით,­ ქვეყნის აეროპორტებში­ ნიჭიერი ადამიანების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, რათა ყველა სტუმარს ქვეყანაში ჩამო­სვლის პირველივე წუთებიდან მიეცეს შესაძლებ­ლობა, რომ უნიჭიერესი ადამიანების შემოქმედებას­ გაეცნოს. ეს იდეა პრემიერ-მინისტრს 26 სექტე­მბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე მოუვ­იდა, სადაც ონში მცხოვრები 18 წლის ზაურ გამყრელიძის ქანდაკებების გამოფენა მოეწყო. თვითნასწავლი მოქანდაკის უსათაურო და შინა­არსით დატვირთული კო­მპოზიციები ავტორის სულის ნაწილი და სათქმელი გამხდარა, აღქმის საშუალებას კი მნახველს უტოვებს.

ზაურ გამყრელიძე: - 14 წლისამ
რთული სკულპტურების­ გაკეთება დავიწყე. კომპოზიციებს­ სახელებს არ ვარქმევ, ასე მგონია, ამით მნახველს რაღაც მიმართულებას აძლევ და საფიქრალს აღარ უტოვებ. არ მინდა ვუთხრა მას, რა დაინახოს, როგორ აღიქვას ნამუშევარი და როგორ იფიქროს. არავისთვის მიმიბაძავს, არავინ ყოფილა ჩემი შთაგონების წყარო, თუმცა, მყავს საყვარელი მოქანდაკე - ალბერტო ჯაკომეტი...

ჩემს გამოფენას თბილისის აეროპორტში პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. როგორც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მითხრეს, მას ჩემი რამდენიმე ნამუშევარი მოეწონა. როგორც ვიცი, ბატონი გიორგის იდეა იყო, მისი ინიცირებულია პროექტი სახელწოდებით ART FROM GEORGIA.

არ მეგონა, საზოგადოება ასე პოზიტიურად თუ შეხვდებოდა ჩემს ნამუშევრებს, ზოგი კომპოზიცია მძიმეცაა თემატიკით, მაგრამ პოზიტიური რეაქციები წამოვიდა, რაც მახარებს.

- ყველა შენი ნამუშევარი ალბათ, რაღაც ამბავს გადმოსცემს, რას ჰყვებიან ისინი?

- ხშირ შემთხვევაში, ეს არის ჩემი პროტესტი საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მიმართ, რაღაც განცდების მატერიალიზება. ჩემს შემოქმედებაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესები აისახება.

- ზაურ, რატომ არ აირჩიე მოქანდაკის პროფესია?

- მანამდე არც ვიცოდი, რამდენად ღირებულ საქმეს ვაკეთებდი, მოსწონდათ თუ არა ადამ­იანებს და ცოტა ძნელი იყო, გადაწყვეტილების მიღება. თანაც, საქართველოში ხელოვანებისთვის ძნელია არსებობა. საქმეს ცოტა პრაგმატულად მივუდექი - ჩავაბარე თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე და 100%-იანი გრანტი მოვიპოვე. ჩემს საყვარელ საქმეს პარალელურად მოვემსახურ­ები, რა შემიშლის ხელს? ონიდან­ წამოვიღე საჭირო მასალა და ახლაც არ ვწყვეტ მუშაობას.

- როგორ იქმნებიან შენი გმირები?

- ყველაფერი იდეით იწყება. იდეაზე მუშაობა არ არის ვერბალური პროცესი. არის მომენტი­, როცა ფიგურა ძალზე უჩვეულო­ სიტუაციაში გიჯდება თავში. მერე მის დახვეწაზე მუშაობაა საჭი­რო, თუ როგორ გადმოსცე რეალურ 3D ვარიანტში. როცა ეს პროცესი მთავრდება, მავთულებისგან ვაკეთებ კარკასს, შემდეგ სკულპტურას ვუკეთებ საყრდენს, რადგან პლასტილინი საყრდენის გარეშე იშლება და ფიგურას პლასტილინით ვავსებ. თუმცა, ეს არ არის ქანდაკების საბოლოო სახე, მისგან ბრინჯაოს სკულპტურა უნდა გაკეთდეს. ამიტომაც ჩემი ნამუშევრები დაუსრულებელია, ისინი ბრინჯაოში უნდა ჩამოისხას, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული და მომავლის საქმეა.

- რა გგონია ხელოვნების მთავარი დანიშნულება?

- ხელოვნებას აქვს ძალა, ბევრი რამ შეცვალოს და საზოგადოებას განვითარებაში­ დაეხმაროს, გადაალახვინოს სტერეოტიპები და მისი დონე აამა­ღლოს. ნებისმიერი ქვეყნის კულტურა და ხელოვნება აჩვენებს საზოგადოების განვითარების დონეს. ხელოვანის დანიშნულებაც, ალბათ, ის არის, რომ თავისი შემოქმედებით შეეცადოს წინ წაიყვანოს საზოგადოება. ბედნიერი ვიქნები, თუ მეც ამაში წვლილს შევიტან.

ძალიან მინდა, ჩემი ნამუშევრები როგორმე ბრინჯაოში ჩამოვასხა, პლასტილინი დროთა განმავლობაში დაზიანდება და დაიშლება, გამოფენებზე ამდენ ტარებას ვერ გაუძლებს.

ნანა ფიცხელაური
გიორგი
29 ნოემბერი 2017 14:36
პირიქით ჩასაფიქრებელია ჩვენი ყოფა და რათქმა უნდა ხმა უნდა ამოვიღოთ სამწუხაროდ ბევრი უსამართლობისათვის.
ხათუნა ღუღუნიშვილი
28 ნოემბერი 2017 20:48
წარმატებებს გისურვებ ჩვენო საამაყო ზაურიკო,გისურვებ წარმატებებს.დარწმუნებული ვარ ყველგან ობიექტურად შეფასდება შენი ნამუშევრები და შენი შრომით მოიპოვებ სხვადასხა გრანტებს, რომ აისრულო შენი ოცნება,ყველა შენი ნამუშევარი ჩამოასხა ბრინჯაოში,რათა საუკუნეებს გაუძლოს.წარმატებები
გზა დაულოცოთ ამ არაჩვეულებრივ ბავშვს მომავლისაკენ უფალმა დაგლოცოს
27 ნოემბერი 2017 15:40
ღმერთი იყოს შენი შემწე

რედაქტორის რჩევით