საქართველოში აბორტების რეალური ციფრი 7-ჯერ აღემატება ოფიციალურ მონაცემებს
23-10-2017
საქართველოში აბორტების რეალური ციფრი 7-ჯერ აღემატება ოფიციალურ მონაცემებს
"აბორტს მოზარდებში უკავშირდება როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური პრობლემები. გოგონებს ეუფლებათ სუიციდური და თვითგანადგურების იდეები"

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012 წელს 39 206 აბორტი დაფიქსირდა. ქალთა რეპროდუქციის საკითხებზე ჩატარებულმა ბოლო კვლევამ კი აჩვენა, რომ ქვეყანაში აბორტების რეალური ციფრი 7-ჯერ აღემატება ოფიციალურ მონაცემებს. მათ შორის აღსანიშნავია 15 წლამდე გოგონებში აბორტების სტატისტიკა. ბოლო 15 წლის განმავლობაში არასრულწლოვნებში ყველაზე მეტი აბორტი 2013 წელს დაფიქსირდა - 34. საქართველოს კანონი `პაციენტის უფლებების შესახებ~ არ ითვალისწინებს 15
წლამდე გოგონებისთვის აბორტის გაკეთების შეზღუდვებს. რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს აბორტს 15 წლამდე­ ასაკის გოგონებში? ამ კითხვით მეან-გინეკოლოგ მაკა ჩიქოვანს მივმართეთ:

- 15 წლამდე და 15 წლის გოგონას ციკლი არა აქვს ჩამოყალიბებული ისე, რომ თავი დაიცვას კალენდარული მეთოდით. ჩასახვის საწინააღმდეგო აბებსაც ნაკლებად მოიხმარენ - არ სურთ,
მშობლებმა ნახონ აბები. ამასთან, არ უშვებენ დაორსულების ალბათობას.
15-16 წლამდე ასაკში სქესობრივი კონტაქტი გაუთვალისწინებლად ხდება, რასაც მოჰყვება ორსულობა და სავალალო შედეგი - აბორტი. აბორტს მოზარდებში უკავშირდება როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური პრობლემები. გოგონებს ეუფლებათ სუიციდური და თვითგანადგურების იდეები. 15 წლამდე გოგონას საშვილოსნოს ყელი და საშვილოსნო­ სრულად ჩამოყალიბებული არა აქვს, პატარაა, რაც ხშირად იწვევს საშვილოსნოს­ ყელისა და საშვილოსნოს დაზიანებას. აბორტის დროს მატულობს მეზობელი ორგანოების დაზიანების რისკიც - შარდის ბუშტისა და ნაწლავების, რომლებიც საშვილოსნოს აკრავს. შესაძლოა, განვითარდეს­ სისხლდე­ნა, ტკივილი, ტემპერატურა. აბორტებს მოზარდებში ხშირად ახლავს ინფექციური გა­რთულებები. ამის რისკი კიდევ უფრო მატ­ულობს არალეგალური აბორტის დროს, რაც გულისხმობს გართულებას აბორტის შემდგომი ცხელებით - სეფსისით, რასაც საბოლოოდ საშვილოსნოს დაკარგვამდე მივყავართ. 15-16 წლის მოზარდს არა ჰყავს მუდმივი პარტნიორი, რაც ზრდის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და დაავადებების, მათ შორის, საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკს.

მაია ჯიბუტი, ფსიქოლოგი:
- ხშირად კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით­ არ ხდება აბორტის რეგისტრაცია, მით უმეტეს,­ როდესაც საქმე პატარა ასაკის პაციენტს ეხება. მეტი აქტივობაა საჭირო, ამას სისტემური ხასიათი რომ ჰქონდეს. სამოქალაქო განათლებაში შევიტანეთ რეპროდუქციული და სქესობრივი განათლების უფლებრივი საკითხი, რაც ნიშნავს შემდეგს: მეშვიდე, მერვე და მეცხრეკლასელების სახელმძღვანელოებში ეს თემები იქნება აქცენტირებული. ბიოლოგიის სახელმძღვანელოებში უკვე შეტანილია ინფორმაცია აივინფექციაზე, ადრეულ ქორწინებაზე, აბორტზე, მაგრამ სასურველია, ინფორმაცია უფრო ვრცელი იყოს. სკოლაშივე ინფორმირებული მოზარდის ქცევა ბევრად უსაფრთხო იქნება.

მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობაც... ფსიქოლოგები და გინეკოლოგები ერთ-ერთ გამოსავალს სწორედ მოზარდების ინფორმირებულობაში ხედავენ, რაც, იმედია, 15 წლამდე გოგონებში აბორტის შემთხვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით