"საქმეს გლეხებსა და მარანს შორის შუამავლები ურევენ"
"საქმეს გლეხებსა და მარანს შორის შუამავლები ურევენ"
"გლეხს გაბედულად ვერ მიუტანია თავისი წლის მონაგარი, გაურკვევლობაშია, პირობას რა წუთს შეცვლიან, არ იცის და ისევ დამამზადებლებს შესციცინებს თვალებში, მზად არის, რამდენიმე თეთრით ნაკლებადაც ჩააბაროს, რომ მოსავალი გაუყიდავი არ დარჩეს"

კახეთის გზატკეცილზე, ჩაილურის­ ციხის ძირში, ახლომახლო სოფ­ლების მოსახლეობას ყურძნის სახელდახელო ბაზრობა გაუმართავს. ყურძნის ჩაბარება კახელი გლეხკაცისთვის ისევ პრობლემაა.

- მოლაპარაკების მიხედვით, ყურძენი­ ლარად უნდა ჩაებარებინათ, დილით ლარად დავიწყე კრეფა და საღამოს 90 თეთრად ჩავაბარე, 1500 ლარი ვიზარალე.­ ჩემ გვერდით 40
მანქანა იყო ყურძნით დატვირთული, იმათაც ეგრე მოუვიდათ. რომ მცოდნოდა, აღარ დავკრეფდი, მუშები და თვითმცლელი სატვირთო ვიქირავე, სადილი გავამზადე, ხარჯი­ მქონდა. ესეც დოლარის კურსია, მამაძაღლი? - ცხარობს­ თოხლიაურელი გოგია გაბრიელაშვილი: საქმეს გლეხებსა და მარანს შორის შუამავლები­ ურევენ. მარანი გლეხის იმედად­ ვერ დარჩება, მიუტანს თუ არა სამყოფ­
ყურძენს, ამიტომ თავის დასაზღვევად შუამავალს უკვეთს ყურძნის სასურველ რაოდენობას,­ დიდ მარნებს ორი-სამი შუამავალი ემსახურება, მათ გასამრჯელოს უხდიან, რათა ყურძნის მიღება-ჩაბარება ორგანიზებულად მოხდეს.

- მაგას რა სჯობს, თუ მოსავლის დაბინავებაში გეხმარებათ ვინმე?

- ზოგიერთი შუამავალი მარნის გასამრჯელოს არ სჯერდება და გლეხისგანაც ელოდება გამორჩენას. მიდის ფასების თამაში. ზოგჯერ ჰპირდებიან, რომ მანქანით ტრანსპორტირების ფულს აუნაზღაურებენ, დანაპირები კი არ ან ვერ სრულდება."

- მარნებმა არ იციან ეს ამბები?

- არ ვიცი. ფაქტი ჯიუტია, გლეხს გაბედულად ვერ მიუტანია თავისი წლის მონაგარი, გაურკვევლობაშია, პირობას რა წუთს შეცვლიან, არ იცის და ისევ დამამზადებლებს შესციცინებს თვალებში, მზად არის, რამდენიმე თეთრით ნაკლებადაც ჩააბაროს, რომ მოსავალი გაუყიდავი არ დარჩეს, ზოგან წონაშიც გატყუებენ. წელს ჭკუა ვიხმარეთ და ქარხანაში წაღებამდე ვწონით. სოფლის ბოლოს სასწორი გავმა­რთეთ, აწონა ხუთი ლარი ღირს, გვირჩე­ვნია, გული აქვე დავიმშვიდოთ, ზუსტი წონა რომ გვეცოდინება, მივედავებით."

თავზე ხელს ვერ ავიღებთ, თორემ ვასწა­ვლიდით ზოგიერთს ჭკუას. იმის საშუალებას არ გაძლევენ, შენი ნაწვალებით იხეირო. გლეხს რომ სამაცივრე მეურნეობა ჰქონდეს, მთელი წელი თავის ნაშრომს ორმაგ-სამმაგ ფასად გაყიდდა. სუფთა ღვინო ლიტრი სულ ცოტა - ხუთი ლარი უნდა ღირდეს, არაყი - უფრო მეტი; გასაღების პრობლემა რომ არ გვქონდეს, ქარხნებიც იძულებით და იაფად აღარ ჩაიბარებდნენ­ ყურძენს. ამ ვითარებაში მცირე ფართობზე­ ორი-სამი ტონის მოყვანასაც აზრი მიეცემოდა, მოსახლეობაც ჯანსაღი ყურძნის ნაწარმს მიიღებდა. ყველა კმაყოფილი იქნებოდა - მოსავალში გადახდილი მაღალი ფასით გლეხი, ჯანსაღი პროდუქტებით - მომხმარებელი. ახლა ყველა იმას ვფიქრობთ, მალე მოვიცილოთ თავიდან, რომ შინ ორი კაპიკი დროულად მივიტანოთ.

დავით პაპუაშვილი, კაკაბეთის მკვიდრი:
- მხოლოდ მარან-დამამზადებლებზე­ გაჯავრება არ იქნება სწორი. იმ დღეს, ფასები რომ დავარდა, დამირეკა შუამავალმა და გამაფრთხილა, - არ დაკრიფო, ფასები ქვემოთ მიდისო. მადლობელი ვარ, რამდენმა უკან წამოიღო და დამამზადებლის ჩარევით სხვა მარანს ჩააბარა. კარგი და ცუდი ყველგან ხდება, ჯოხის მხოლოდ ამათზე გადატეხა არ ივარგებს. "

- აი კაცი! მთელ მოსავალს ქვევრში­ ჩაუძახებს ხოლმე, მერე მთელი წელი ოქროსავით ღვინოს არიგებს, - ჩაილურელ ოთარ ლოლაძეზე მიმანიშნებენ გლეხები.
- თუ ასეა, მაშინ აქ რა დაგრჩენია?­ - ვეკითხები ბერიკაცს და ისიც მპასუხობს.

- წელს სამი ქვევრი გავავსე, ჭურჭელი­ აღარ დამრჩა ჩასაწურად და ვიფიქრე, რაც დამრჩა, გავყიდი-მეთქი. კლიენტის ლოდინის დრო სადა მაქვს! მაგრამ მარანში ისეთი­ ამბები დამხვდა, გადავიფიქრე. ახლა წავალ და ძველი მუხის კასრებს გადმოვიღებ, გავჟღენთავ და დარჩენილ ყურძენს არყად გამოვხდი, აბა ყურძენს ხომ არ გავაფუჭებ?!"
- ნახევარს ჯერ ისევ დასაკრეფი გვაქვს ვენახები, ფასის ხშირი ცვლის გამო გაჩერებულები ვართ. არჩევნებამდე თუ არ მოვასწარით, ვერ იქნება საქმე კარგად. ამბობენ, მარნები დაიკეტებაო, - ვიშვიშებენ შუბლშეკრული ოჯახის თავკაცები და დასაბინავებელ მოსავალზე ეფიქრებათ...

კახა მჭედლიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები