"რამდენიმე წუთი რომ გვქონოდა, ყველანი გამოვასწრებდით..." - დახვრეტას გადარჩენილი მეომარის სულისშემძვრელი თავგადასავალი - კვირის პალიტრა

"რამდენიმე წუთი რომ გვქონოდა, ყველანი გამოვასწრებდით..." - დახვრეტას გადარჩენილი მეომარის სულისშემძვრელი თავგადასავალი

იმაზე, თუ როგორ ჩარჩნენ სოხუმში, კონკრეტულად, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში ქართველი მებრძოლები, არაერთი ვერსია არსებობს...

სოხუმში დაღუპული 25 გმირის თბილისში გადმოსვენების შემდეგ, მათთვის პატივის მისაგებად ლიტვიდან საქართველოში ჩამოვიდა "ავღანელთა ბატალიონის" წევრი, დავით კახიაშვილი, რომელიც თანამებრძოლებთან ერთად, სოხუმის დაცემამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა შენობა. ბატონმა დავითმა ჟურნალ "გზას" ვრცელი ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:

"ეზო სავსე იყო შეიარაღებული ადამიანებით, რომლებიც ისროდნენ... თუმცა, ძალიან მხნედ და მშვიდად იყო ჟიული შარტავა და ჩვენც გვამშვიდებდა, - ნუ გეშინიათ, აფხაზი ახალგაზრდები ჩემს ხელში გაიზარდნენ, თუ ტყვედ აგვიყვანეს, არ გაგვწირავენო... მასა და მის მეგობრებს ბოლო წუთამდე სჯეროდათ, რომ არ ესროდნენ..."

"მეთაურმა გვითხრა, - ალყის გარღვევა ადვილი რომ არ იქნება, ჩემგან არ გესწავლებათ. ალბათ, ყველა ვერ გავაღწევთ და მეც რომ დავეცე, ჩემს საშველად არც ერთი თქვენგანი არ მობრუნდეს... ღმერთი შეგვეწიოს ყველასო..."

"გავედით შენობიდან 9 კაცი, იმ იმედით, რომ უკან სხვებიც გამოგვყვებოდნენ, ეს ყველაფერი ჯაჭვურად უნდა მომხდარიყო...

შენობიდან გამოვედი თუ არა, სროლა ატყდა ერთდროულად რამდენიმე ათეული იარაღიდან..." "შიგნით დარჩენილებს ეგონათ, რომ ყველანი ჩაგვხოცეს... ამან დაბნეულობა გამოიწვია. არადა, რამდენიმე წუთი რომ გვქონოდა, ყველანი გამოვასწრებდით..."

(იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 26 ოქტომბრის ნომერში)