"ჩემი შვილის მამა კრიმინალური ავტორიტეტია" - ვინ არის "ჩიკას დედა" სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილის მამა კრიმინალური ავტორიტეტია" - ვინ არის "ჩიკას დედა" სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"

მსახიობმა ენდი ძიძავამ, რომელმაც სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" ექსცენტრიკული ჩიკას დედის როლი მოირგო, ჟურნალ "გზას" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და პირად ცხოვრება გულახდილად ისაუბრა...

გთავაზობთ ამონარიდებს მსახიობის ინტერვიუდან:

- ქუთაისში ვცხოვრობდი, მამის გარეშე ვიზრდებოდი და ამას მტკივნეულად განვიცდიდი. ვცდილობდი, ყველაფერი შემეფუთა. ამ ყველაფრის ფონზე კომპლექსი მქონდა. სულ მინდოდა გამერკვია, თაყვანისმცემელი ბიჭებიდან ჩემგან ვის რა უნდოდა? ვინ იყო გულწრფელი, ვინ მატყუებდა...

- როგორც ვიცი, თქვენი მეუღლე კრიმინალური ავტორიტეტია...

- ჩემი მეუღლე ახლა რუსეთშია, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ის პატიმარია. შეიძლება ხმამაღალი და თავხედური ნათქვამია, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ის ზნეობითა და მორალით ბევრ ადამიანზე მაღლა დგას...

- პირველად რის გამო დააპატიმრეს?

- ქურდობის გამო. გათავისუფლების შემდეგ, მასში ამ სამყაროსადმი ინტერესი არ შემიმჩნევია. რომ ნახოთ, როგორია გარეგნულად, ვერაფრით წარმოიდგენთ, რომ კრიმინალური ავტორიტეტია. ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია.

- ერთი პერიოდი თქვენც მოსკოვში ცხოვრობდით. შვილთან ერთად საქართველოში რომ დაბრუნებულიყავით, ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეთ?

- ის ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლას გეგმავდა, იქ წასვლის კი მეშინოდა. ძალიან ბევრი თხოვნის შემდეგ, შვილთან ერთად, საქართველოში დავბრუნდი. თურმე, ჩემი გვერდის ავლით, მის ცხოვრებაში ამბები ხდებოდა. ჩემი ინტუიციის პატრონი ვერ ვგრძნობდი, რომ მას ჰყავდა სხვა ქალი და სხვა შვილიც...

თუ ვინ არის მსახიობის მეუღლე, რისი გადატანა მოუხდა ენდი ძიძავას და როგორ ცხოვრობს ახლა? - მის შესახებ ამ და სხვა საინტერესო ამბებს ჟურნალ "გზის" 26 ოქტომბრის ნომერში იხილავთ.

თამუნა კვინიკაძე